ავტორი:

პოლიციამ ქართველი "ტიკ-ტოკერი" გაუპატიურების ბრალდებით დააკავა - "14 დღე ვიყავი ამ ადამიანის მძევალი, სექსუალურად ძალადობდა, მაუპატიურებდა, მცემდა"

პოლიციამ ქართველი "ტიკ-ტოკერი" გაუპატიურების ბრალდებით დააკავა - "14 დღე ვიყავი ამ ადამიანის მძევალი, სექსუალურად ძალადობდა, მაუპატიურებდა, მცემდა"

"ტიკ-ტოკერი" ხვიჩა საპანაძე იგივე "სონი" გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. მბრალდებელი 40 წლის ქართველი ქალბატონია, რომელიც იტალიიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და ამბობს, რომ ის საპანაძეს 14 დღის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი.

ძალადობის მსხვერპლი ქალი "ტვ პირველთან" საუბარში ამბობს, რომ შემოსვლის ნაწილს ხვიჩა საპანაძეს თვეების განმავლობაში ურიცხავდა. მისივე თქმით, კაცი არწმუნებდა, რომ როგორც კი მისი ემიგრაცია დასრულდებოდა და სამშობლოში დაბრუნდებოდა, უნდა ექორწინათ. ეს დღე 1 ნოემბერს დადგა, ემიგრანტი სამშობლოში დაბრუნდა და "ტიკტოკერ" ხვიჩა საპანაძეს ოზურგეთში ჩააკითხა. სავარაუდო დამნაშავის სახლში ქალმა 14 უმძიმესი დღეს გაატარა:

"14 დღე ვიყავი ამ ადამიანის მძევალი. ეს იყო ჯოჯოხეთი, სექსუალურად ძალადობდა, მაუპატიურებდა, მცემდა, შვილების გაუპატიურებით მემუქრებოდა. რამდენიმეჯერ დამადო იარაღით" - ამბობს ქალბატონი.

დაკავებამდე საპანაძემ "ნოდარ მელაძის შაბათთან" ინტერვიუში დაადასტურა, რომ ემიგრანტ ქალს მის ანგარიშზე ფულს არიცხვინებდა, თუმცა ქალზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობაც კატეგორიულად უარყო.

როგორც AMBEBI.GE-ს პროკურატურაში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ბრალდებული 26 ნოემბერს დააკავეს. გაუპატურებასთან ერთად საპანაძეს კიდევ რამდენიმე მუხლით წარედგინა ბრალდება:

"მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურება) სამი ეპიზოდი, 126-ე მუხლის 12-ე ნაწილით (სისტემატური ფიზიკური ძალადობა), 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მუქარა), 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (იძულება), 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, დიდი ოდენობით ქონების დაუფლების მიზნით) წარედგინა" - აღნიშნეს პროკურატურაში.