ავტორი:

"დაუჭამიათ ერთმანეთი - სრული კატასტროფისკენ მიდიან, ეს უფრო ადრეც უნდა მომხდარიყო, დიდხანს გაუგრძელდათ აგონია" - სოზარ სუბარი

"დაუჭამიათ ერთმანეთი - სრული კატასტროფისკენ მიდიან, ეს უფრო ადრეც უნდა მომხდარიყო, დიდხანს გაუგრძელდათ აგონია" - სოზარ სუბარი

"ნაციონალურ მოძრაობაში“ დაუჭამიათ ერთმანეთი, სხვა კომენტარს მათზე ვერ გავაკეთებთ. ეს პარტია მიდის სრული კატასტროფისკენ, ეს უფრო ადრეც უნდა მომხდარიყო, დიდხანს გაუგრძელდათ აგონია, - ამის შესახებ "ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დღეს უკვე საუბარია იმაზე, რომ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს მალე გადააყენებენ თანამდებობიდან.

"ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც მოხდება, დაუჭამიათ ერთმანეთი, სხვა კომენტარს მათზე ვერ გავაკეთებთ. მაგრამ, ფაქტია, ეს პარტია მიდის სრული კატასტროფისკენ, ეს უფრო ადრეც უნდა მომხდარიყო დიდხანს გაუგრძელდათ აგონია. ამ 2024 წლის არჩევნებში, ალბათ, მათ ექნებათ რაიმე შედეგი, თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ბოლო არჩევნები, როცა ისინი რაიმე შედეგს მიაღწევენ.

დღეს უკვე წერენ, რომ სავარაუდოდ, ხაბეიშვილსაც მალე გადააყენებენ, არ ვიცი, ეს მათი გადასაწყვეტია, რაც უნდათ ის უქნიათ. ეს იყო პარტია, რომელმაც ქართულ სახელმწიფოს უზარმაზარი დარტყმა მიაყენა, ოკუპანტისთვის ტერიტორიების ჩაბარებით, სისტემური წამების დამკვიდრებით, საკუთრების უფლების ხელყოფითა და საქართველოს საშინელი იმიჯის შექმნით მთელ მსოფლიოში. ამიტომ არამხოლოდ პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივადაც უნდა შეფასდეს მათი წარსული. შევაფასოთ და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მივიღოთ“, - განაცხადა სუბარმა.