ავტორი:

ფილიპინებში მომხდარ მიწისძრვას ორსული ემსხვერპლა: ვრცელდება სტიქიური უბედურების ამსახველი კადრები

ფილიპინებში მომხდარ მიწისძრვას ორსული ემსხვერპლა: ვრცელდება სტიქიური უბედურების ამსახველი კადრები

ფილიპინების სიდიდით მეორე კუნძულ მინდაანაოზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სტიქიური უბედურების შედეგად ორსული ქალი დაიღუპა, ოთხი ადამიანი დაშავდა, ცხრა კი დაკარგულია.

ინტერნეტში დამანგრეველი მიწისძვირს ამსახველი კადრები ვრცელდება.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა გილბერტ ტეოდორომ განაცხადა, რომ დაზარალდა 529 ოჯახი.

აშშ-ს გეოლოგიურმა სამსახურმა დაადგინა, რომ ბიძგებმა 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრეს მიაღწია.

თავად ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტმა მიწისძვრა 7.4 მაგნიტუდით გაზომა და დაფიქსირდა მინიმუმ 600 ბიძგები 1.4-დან 6.2 მაგნიტუდამდე.