ავტორი:

ტანზანიაში მეწყერს 47 ადამიანი ემსხვერპლა

ტანზანიაში მეწყერს 47 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად გამოწვეულ მეწყერს სულ მცირე 47 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას მედიასაშუალებები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაშავებულია 85 ადამიანი.

ძლიერი წვიმა ქალაქ კატეშში, დედაქალაქ დოდომას ჩრდილოეთით 300 კილომეტრში, შაბათს დაიწყო, რამაც წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. ტანზანიის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს დატბორილი სახლები, გზები და სქელ ტალახში ჩარჩენილი ავტომობილები.

ტანზანიის პრეზიდენტმა, სამია სულუჰუ ჰასანმა, დუბაიში, კლიმატის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და განაცხადა, რომ მოსახლეობის დასახმარებლად მთავრობის ძალისხმევის გაზრდის განკარგულება გასცა.