Gino Paradise-ის ზამთრის შეთავაზებები - რა სერვისებით ისარგებლებთ ცივ დღეებში?

Gino Paradise-ის ზამთრის შეთავაზებები - რა სერვისებით ისარგებლებთ ცივ დღეებში?

Gino Paradise-ში მხიარულება და საზაფხულო განწყობა გრძელდება. გასართობი და დასასვენებელი სივრცე, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს, ზამთრის ცივ დღეებშიც თქვენთვის შესანიშნავი განწყობის შექმნაზე იზრუნებს.

დახურული აუზები, ველნესი და სპა, ექსელენთ სივრცე, დაბადების დღის ცენტრი, კვების ობიექტები, სასტუმრო - ეს ყველაფერი გელოდებათ Gino Paradise-ში, რომელიც ყოველდღიურად გიმასპინძლებთ და თქვენს ჩვეულებრივ თუ განსაკუთრებულ დღეებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აავსებს.

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ბავშვთა წყლის პარკი, სარელაქსაციო აუზი და ტობოგანი წლის ნებისმიერ სეზონზე მასპინძლობს სტუმრებს.

განსაკუთრებულია Gino Paradise-ის სპა სივრცე. აქ თქვენ მოგემსახურებათ: 6 ტიპის საუნა, ტეპიდარიუმი, ცივი აუზი, ცხელი ვირპული, სხვადასხვა ტიპის საშხაპე, ოქროს თერაპია, ფეხის აბაზანები, ყინულის ბორცვი, მტკნარი და მარილიანი წყლის ვირპულები. ველნესი და სპა სივრცის სავიზიტო ბარათია 24 კარატიანი ოქროთი მოპირკეთებული სავარძელი. ასევე სპა სივრცეშია: სენსორული ვირპული ჟანგბადით გამდიდრებული ჰაერისა და წყლის ჭავლის მასაჟორებით, ტეპიდარიუმი ანუ სარელაქსაციო ოთახი გამთბარი ქვის სავარძლებით, კონტრასული ფეხის აბაზანები ოკეანის ქვებით, თბილი ოქროს თერაპია და სხვადასხვა საუნაში არომა და ფიტო თერაპიის შესაძლებლობა.

სპა სივრცის პარალელურად, თქვენ გელოდებათ ექსელენთი. ეს გახლავთ პრივატული სივრცე უნიკალური პროდუქტებითა და სერვისით, სადაც განთავსებულია: ლუდის აბაზანა, კლეოპატრას ოქროს აბაზანები, მოსასვენებელი ოთახი გამთბარი ქვის სავარძლებით, სენსორული ვირპული ჟანგბადით გამდიდრებული ჰაერისა და წყლის ჭავლის მასაჟორებით. ფინური, ორთქლისა და მცენარეული საუნები, საშხაპეები სხვადასხვა ეფექტის ატრაქციით, ყინულის ოთახი თოვლცვენის ეფექტით.

ექსელენთ სივრცე განსაკუთრებით პოპულარულია კორპორაციული ღონისძიებების მოსაწყობად.

Gino Paradise-ის ვებგვერდზე თქვენ დაგხვდებათ ექსკლუზიური შეთავაზებები, რომლებიც მუდმივად განახლებადია. ასე რომ ისღა დაგრჩენიათ, თქვენთვის სასურველი სერვისი შეარჩიოთ და Gino Paradise-ს ესტუმროთ. თქვენ ნამდვილად დაუვიწყარი მომენტები გელოდებათ.

R