ავტორი:

აშშ-ში მამაკაცმა ბიზონის მოფერება სცადა, რა დროსაც მძიმედ დაშავდა - "ვაღიარებ, ეს იდიოტური გადაწყვეტილება იყო"

აშშ-ში მამაკაცმა ბიზონის მოფერება სცადა, რა დროსაც მძიმედ დაშავდა - "ვაღიარებ, ეს იდიოტური გადაწყვეტილება იყო"

იუტას შტატში მცხოვრები მამაკაცი, რომელმაც ბიზონის მოფერება სცადა, საავადმყოფოში მოხვდა. ჰალენ კარბახალმა თავისი დაუფიქრებელი ახირება მას შემდეგ ინანა, რაც გარეულმა ცხოველმა მას ნეკნები გაუტეხა და ღვიძლი დაუზიანა.

"ვაღიარებ, ბიზონთან მიახლოება იდიოტური გადაწყვეტილება იყო", - სინანულით ამბობს ჰალენი ადგილობრივ მედიასთან.

როგორც დაშავებული მამაკაცი ჰყვება, ის მადლიერების დღესასწაულის აღნიშვნის შემდეგ, შეყვარებულ გოგონასთან ერთად სახლში ბრუნდებოდა, როცა მეზობლის ნაკვეთზე ბიზონები დაინახა. მან გადაწყვიტა, მათთვის ახლოდან შეეხედა და ღობეზე გადააბიჯა. როცა შენიშნა, რომ ერთ-ერთი ბიზონი მისკენ წამოვიდა, ჰალენმა უკან დაიხია: "ღობეზე უკან რომ გადმოვაბიჯე, შევნიშნე, რომ ბიზონიც გამომყოლია. ამ დროს გულუბრყვილოდ გადავწყვიტე, მოვფერებოდი და სწორედ ამ დროს მირქინა".

კარბახალი პოლიციას უყვებოდა, რომ ცხოველმა ჯერ თავი დახარა, შემდეგ კი ისეთი ძალით დაარტყა რქები, რომ ჰალენი ჰაერში ააბურთავა. მოულოდნელი თავდასხმის მიუხედავად, კაცმა ადგომა მაინც მოახერხა და გაიქცა.

კარბახალს ნეკნები გაუტყდა, ღვიძლი და ფილტვები კი მძიმედ დაუზიანდა. მან საავამყოფოში 1 კვირა დაჰყო, თუმცა ის უკვე გამოწერეს და ახლა სახლში განაგრძობს მკურნალობას.

იუტას შტატის ველური ბუნების რესურსების დეპარტამენტის სპიკერმა, ფეიტ ჯოლიმ ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ბიზონების ძროხებთან გარეგნული მსგავსების გამო, ადამიანებს ხშირად უჩნდებათ მათზე მცდარი წარმოდგენა, რომ ისინიც მოშინაურებულები ან მეგობრულები არიან. რეალურად, ბიზონები ველურ ცხოველებად მიიჩნევიან და აგრესიული მოქცევაც შეუძლიათ.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა