წლის ბოლოს სილქნეტმა ტრადიციულად უმასპინძლა „დაჭრილ მებრძოლთათანადგომის ფონდის“ საქველმოქმედო ვახშამს. 2018 წელს დაარსებული ფონდი,ემსახურება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში და საერთაშორისო სამშვიდობომისიებში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და ვეტერანების მხარდაჭერას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვეტერანთა კავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით, ფონდი უზრუნველჰყოფს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების დახმარებას.
2023 წელს დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში საერთო შემოწირულობამ 587 000ლარი შეადგინა, საიდანაც ფონდის 60-მა ბენეფიციარმა მიიღო დაფინანსება:საზღვარგარეთ მკურნალობაზე, პროტეზირებაზე, სამედიცინო კვლევებზე,მედიკამენტებზე, რეაბილიტაციის კურსებზე და სხვა. ფონდმა ასევე გამოყო სახსრები ბენეფიციართა არასრულწლოვანი შვილების და მეუღლეების საჭიროებებზე.ფონდის მთავარი დონორი, კომპანია სილქნეტი, ყოველწლიურად 300 000 ლარს რიცხავს ფონდის ანგარიშზე. სილქნეტის თანამშრომლები ფონდის საქმიანობას ნებაყოფლობით საწყისებზე უძღვებიან და არ იღებენ გასამრჯელოს ფონდის სახსრებიდან. წელს სილქნეტმა ფონდის საჭიროებებისთვის ერთჯერადად გაიღო დამატებით 800 000 ლარი.
ფონდის მსხილ შემომწირველებს შორის არიან საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი,ბიზნეს ასოციაცია, ამერიკული Silk Road Wines Foundation Inc, არქი პრომოუშენი, სილქჰოსპიტალიტი და სხვა ორგანიზაციები და კერძო პირები.“ფონდის სახელით და ყველა იმ დაჭრილი მებრძოლის სახელით, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა შემომწირველს. როცა დაჭრილ მეომრებზე ვსაუბრობთ, უნდაგვესმოდეს, რომ კონკრეტული სახელების და გვარების უკან ოჯახები დგას. მიმდინარეწელს ფონდის კრიტერიუმებში ჩვენ შევიტანეთ მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლისმიხედვითაც დაჭრილი სამხედროების მეუღლეების საჭიროებებზე ვიმუშავებთ. გაეროსქალთა ორგანიზაციასთან ერთად შევადგინეთ კითხვარი, რომლის მიხედვითაც მოხდებაამ სამიზნე ჯგუფისთვის სპეციალური პროგრამების შემუშავება. Ჩვენ კვლავაცგავაგრძელებთ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირებისმხარდაჭერას. - განაცხადა ფონდის და კომპანია სილქნეტის გენერალურმა დირექტორმა,აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების ვეტერანმა, ვახტანგ გორგასლის ორდენისა დაღირსების ორდენის მფლობელმა დავით მამულაიშვილმა.2023 წლის ანგარიშის წარდგენამდე ღონისძიების სტუმრებს ფონდის დამფუძნებელმაგიორგი რამიშვილმა მიმართა. მან მადლობა გადაუხადა ქართველ გმირებს და ქვეყნისერთიანობის და ევროპული მომავლის განსაზღვრის საქმეში მათი უდიდესი წვლილიაღნიშნა:
„15 დეკემბერს ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელსაცმთელი ქვეყანა მოუთმენლად ველოდებით. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ესგადაწყვეტილება იქნება დადებითი. და თუ ეს ასე მოხდა, ყველამ უნდა იცოდეს, რომლომის წილი ამ საქმეში, თქვენ გეკუთვნით.“„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ იმ ქვეყნების გამოცდილებას იზიარებს,სადაც ქველმოქმედების მრავალწლოვანი ტრადიცია არსებობს. ფონდის პარტნიორიარაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, საელჩო და საქველმოქმედო ფონდია.ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა აშშ-ს ელჩმა საქართველოში რობინდანიგანმა და საქართველოს თავდაცვის მინისტმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.„მინდა მადლობა გადავუხადო ფონდს და სილქნეტს. თქვენ ნამდვილად დიდ საქმესაკეთებთ. ფონდთან ერთად გვაქვს სამომავლო ინიციატივები და გვსურს ჩავრთოთდაჭრილი მებრძოლები სოციალურ პროექტებში. სოციალური და სამოქალაქოვალდებულება - საუკეთესო საშუალებაა გვერდში დავუდგეთ დაჭრილ მებრძოლებს დადაღუპული გმირების ოჯახებს“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თავდაცვის სამინისტროსა და ვეტერანთა სახელმწიფოსამსახურის წარმომადგენლები, ელჩები, სამხედრო ატაშეები და ნატოს სამეკავშიროოფისის წევრები, სამხედრო მოსამსახურეები, ბიზნესმენები, სხვადასხვა სფეროსწარმომადგენლები.
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“ დონაციის გასახორციელებლად შექმნილიასაქველმოქმედო ნომერი 0 901 777 771 (1 ზარი-1 ლარი) და გახსნილია ანგარიშები, სადაცნებისმიერი თანხით შესაძლებელია გმირი მებრძოლების მხარდაჭერა.
R