ავტორი:

კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა - "მესმის თქვენი. რუსეთშიც მძიმე დრო გვაქვს, სისხლიც იღვრება"

კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა - "მესმის თქვენი. რუსეთშიც მძიმე დრო გვაქვს, სისხლიც იღვრება"

კრემლის პროპაგანდისტი და პუტინის მეხოტბე მარგარიტა სიმონიანი კვირას, 3 დეკემბერს, აფხაზეთში ჩავიდა, სადაც სოხუმში სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.

სიმონიანმა აღნიშნა, რომ ძალიან უყვარს აფხაზეთში სტუმრობა და იქ წელიწადში ორჯერ მაინც ჩადის.

"აფხაზეთი ყველაზე ლამაზი ქვეყანაა, რაც კი ოდესმე მინახავს ჩემს ცხოვრებაში. და მე ვიმოგზაურე ნახევარი მსოფლიოს გარშემო", - თქვა სიმონიანმა.

მან დასძინა, რომ მისი წინაპრები აფხაზეთში ცხოვრობდნენ და ბავშვობაში ბებიას ბიჭვინთაში ხშირად სტუმრობდა.

სტუდენტებთან შეხვედრამდე მან აფხაზეთის ომში დაღუპული მასწავლებლებისა და სტუდენტების ძეგლი ყვავილებით შეამკო.

"ეს, რა თქმა უნდა, ამაზრზენი, უკურნებელი ტკივილია და მშვენივრად მესმის თქვენი. მოგეხსენებათ, რუსეთშიც მძიმე დრო გვაქვს, სისხლიც იღვრება და ბიჭები კვდებიან", - დასძინა სიმონიანმა.