ავტორი:

პრემიუმ დაზღვევა სახლისთვის ალდაგისგან

პრემიუმ დაზღვევა სახლისთვის ალდაგისგან

სადაზღვევო ინდუსტრიაში პირველად, ალდაგმა მომხმარებლებისთვის პირველი პრემიუმ დაზღვევა სახლისთვის - პრიმო ქონება შექმნა. პრიმო სახლის დაზღვევამაქსიმალურად სრულყოფილ სერვისს ქმნის, რომელიც ექსკლუზიურ დაფარვებსა დაგანსაკუთრებულ პირობებს გულისხმობს.პრიმო ქონებით სარგებლობისას, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოსისეთი უპირატესობებით, როგორებიცაა პირადი მენეჯერი, კონსიერჟის მომსახურება,სპეციალური შეთავაზება პარტნიორ მაღაზიებში სახლის ნივთებსა და აქსესუარებზე.

„ალდაგი იყო პირველი კომპანია სადაზღვევო ინდუსტრიაში, რომელმაც პრემიუმსერვისი დანერგა უშუალოდ ავტოდაზღვევის მომხმარებლებისთვის. ამჯერად, მზადვართ, რომ პრემიუმ სერვისი სახლის დაზღვევის მსურველებსაც შევთავაზოთ. პრიმოსახლის დაზღვევა თავისი დაფარვებით და შეთვაზებებით იქნება უნიკალურიშესაძლებლობა ჩვენი კლიენტებისთვის, მიიღონ მაქსიმალური სარგებელი დაზღვევით,და ამავდროულად ისარგებლონ მომგებიანი შეთავაზებებით პარტნიორ ობიექტებსა დამაღაზიებში,“- ქეთევან მაღალაშვილი, ალდაგის ბრენდის განვითარებისა დაკომუნიკაციების განყოფილების უფროსი;

ალდაგის პრიმო სახლის სრული დაზღვევა მოიცავს მეზობლის წინაშეპასუხისმგებლობის დაზღვევას, საიჯარო შემოსავლის დაზღვევას, მეიჯარისა დამოიჯარის პასუხისმგებლობის დაზღვევას. გარდა ამისა, ის ფარავს სახლის არა მხოლოდრემონტის, არამედ კარკასისა, შიგთავსისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზიანებისხარჯებსაც, რაც მომხმარებელს ეხმარება ისეთი მოულოდნელი ფინანსური რისკებისგანდაიცვას თავი, როგორიცაა დატბორვა, ხანძარი, აფეთქება, ბუნებრივი კატაკლიზმები,ქურდობა, ვანდალიზმი. პრიმო სახლის დაზღვევის შეძენა პრიმო დაზღვევის მენეჯერისდახმარებით არის შესაძლებელი.

R