ავტორი:

"სამსახური არაერთხელ დამიტოვებია იმის გამო, რომ უფროსს ჩემ მიმართ გრძნობები გასჩენია" - გულახდილი ინტერვიუ თამთა კვარაცხელიასთან

"სამსახური არაერთხელ დამიტოვებია იმის გამო, რომ უფროსს ჩემ მიმართ გრძნობები გასჩენია" - გულახდილი ინტერვიუ თამთა კვარაცხელიასთან

თამთა კვარაცხელიას ტელემაყურებელი კარგად იცნობს. ტელეწამყვანობის გარდა, ის საკუთარ ბიზნესს მართავს. მშვენიერ ახალგაზრდა ქალს არცთუ ისე მარტივი გზა გაუვლია: უსამსახუროდაც დარჩენილა გავლენიანი ადამიანების უპასუხისმგებლო და უკანონო ქმედებების გამო... ამის შესახებ თამთა თავად გვიამბობს და საკუთარი გამოცდილების საფუძველზე, დასაქმების თუ საკუთარი საქმის წამოწყების მოსურნეებს რჩევებსაც აძლევს...

- ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც ფული უმნიშვნელო იყო. მშობლებმა იმ პრინციპით გამზარდეს, რომ ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა სიკეთეს, ურთიერთობებს, ოჯახს, მეგობრობას და ჯანმრთელობას აქვს. როგორი სამწუხაროც უნდა იყოს, ფული ჯანმრთელობის მდგომარეობის განმსაზღვრელიც არის. სწორედ ამ მიზეზით, როცა მამაჩემის ჯანმრთელობის პრობლემების გამო, 2 წლის წინ, ოჯახში სოლიდური თანხების აუცილებლობის საკითხი დადგა, ფულის საჭიროება გავაცნობიერე და მის გამომუშავებაზე დავიწყე ფიქრი. რეალურად, აღმოჩნდა, რომ ფულს უზარმაზარი შესაძლებლობა აქვს. ის ძალაუფლების წყაროა, თუნდაც იმიტომ, რომ ფულით შეგიძლია უამრავი რამ შეიძინო, ადამიანები გაახარო, სიცოცხლე გაიხანგრძლივო და სიკეთეც აკეთო.

- როდის გაგიჩნდა მოთხოვნილება, რომ საკუთარი შემოსავალი გქონოდა?

- მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ შეძლებულ ოჯახში ვიზრდებოდი და მშობლები არაფერს მაკლებდნენ, სკოლაში სწავლის დასრულების პერიოდში, ჩვენს ოჯახს მატერიალურად გაუჭირდა. "ვარდების რევოლუციამდე", 30 წლის განმავლობაში, მამაჩემი "გაის" უფროსის პოზიციაზე მუშაობდა. მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა, მამა პენსიაზე გავიდა და ჩვენი ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა. 17-18 წელი ისეთი ასაკია, როცა ყველაფერი გაინტერესებს, გინდა და როცა რაღაც არ გაქვს, გული გწყდება. მახსოვს, ამ მიზეზით, როგორც კი სრულწლოვანი გავხდი, მუშაობა დავიწყე.

- თუ შეგიძლია, პირველი გასამრჯელო გაიხსენე: რა თანხას შეადგენდა და რა სამსახურისთვის გადაგიხადეს?

- ტელევიზიაში კასტინგზე მისვლამდე, პოლიტიკა მაინტერესებდა, განსაკუთრებით - საარჩევნო პროცესი. გააგრძელეთ კითხვა