ავტორი:

მიმდინარე კვირაში პუტინი საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა

მიმდინარე კვირაში პუტინი საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა

მიმდინარე კვირაში პუტინი საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საქმეებში, იური უშაკოვი ავრცელებს.

"ეს იქნება სამუშაო ვიზიტი, მოლაპარაკებები, უპირველეს ყოვლისა, საუდის არაბეთის პრინცთან. ჯერ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გავემგზავრებით, იქაც სამუშაო ვიზიტი იქნება. იმედი მაქვს ძალიან სასარგებლო მოლაპარაკებები შედგება, რაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია“, - განაცხადა უშაკოვმა.

უშაკოვს პუტინის ვიზიტის კონკრეტული თარიღი არ დაუკონკრეტებია.

ბოლო წლებში პუტინი იშვიათად დადის რუსეთის ფარგლებს მიღმა. როცა ვიზიტით მიდის, ძირითადად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. რაც შეეხება მის ბოლო ვიზიტს, პუტინი ჩინეთში იმყოფებოდა.

რუსეთის პრეზიდენტს საზღვარგარეთ გამგზავრების შესაძლებლობა შეეზღუდა მარტში, როდესაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მის წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერი გამოსცა უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციის გამო, რაც ომის დანაშაულია. რუსეთმა ბრალდება უარყო, კრემლში ამ გადაწყვეტილებას "აღმაშფოთებელი" უწოდეს.

პუტინის საზღვარგარეთ გამგზავრების შესაძლებლობა შეიზღუდა მარტში, როდესაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ მის წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერი გამოსცა უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციის გამო, რაც ომის დანაშაულია. რუსეთმა უარყო ბრალდება და ამ ნაბიჯს აღმაშფოთებელი უწოდა. აღსანიშნავია, რომ არც საუდის არაბეთი და არც არაბთა გაერთიანებული საამიროები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრები არ არიან. ამიტომ, პუტინ შეუძლია ორივე ქვეყანას ესტუმროს დაპატიმრების შიშის გარეშე.