ავტორი:

მასშტაბური შეტევა ანექსირებულ ყირიმზე დრონებით - რა ინფორმაცია ვრცელდება "ტელეგრამარხებზე" და რას აცხადებს რუსეთის თავდაცვის უწყება?

მასშტაბური შეტევა ანექსირებულ ყირიმზე დრონებით - რა ინფორმაცია ვრცელდება  "ტელეგრამარხებზე" და რას აცხადებს რუსეთის თავდაცვის უწყება?

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, გამთენიისას ოკუპირებულ ყირიმს 40-ზე მეტი დრონი დაესხა თავს.

მათივე შეფასებით, ეს არის ზაფხულის ბოლოდან მოყოლებული რეკორდული რაოდენობის თვითმფრინავების იერიში ყირიმის საჰაერო სივრცეზე.

"ღამით აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა საავიაციო ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

ყირიმის და რუსული "ტელეგრამის" არხები იუწყებიან, რომ ღამით აფეთქებები ისმოდა ქერჩში, ფეოდოსიასა და ძველ ყირიმში. კერძოდ, ათზე მეტი აფეთქება ქერჩში დაფიქსირდა და რამდენიმე ძლიერი აფეთქება ფეოდოსიაში

ერთ-ერთი "ტელეგრამარხის" ცნობით, თვითმფრინავებმა ყირიმში ნავთობის საცავზე თავდასხმა სცადეს.

მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს კიდევ 4 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და ორი აზოვის ზღვის თავზე დააკავეს.

"საზღვაო ნავთობტერმინალის ნავთობის საწყობისკენ მიფრინავდა ორი თვითმფრინავის ტიპის დრონი, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჩამოაგდო. პირველი უპილოტო საფრენი აპარატი ჰაერში აფეთქდა - ნავთობის საწყობის ტერიტორიაზე მხოლოდ ფრაგმენტები დაეცა, მეორე კი 70 მეტრზე დაეცა. არავინ დაშავებულა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ერთ-ერთი "ტელეგრამარხი" წერს, რომ ქერჩში დაზიანდა B.E.-ს სახელობის ზალივის გემთმშენებლობა. მათივე ცნობით, თავდასხმის გამო ოკუპანტებმა ყირიმის ხიდი 4 საათზე მეტი ხნის განმავლობაში გადაკეტეს.

მოძრაობა შეწყდა 3.25 საათზე და აღდგა 7.37 საათზე. რამდენიმე საათით შეწყვეტილი იყო ელექტროენერგიის მიწოდებაც.

რუსეთს 2014 წლიდან ანექსირებული აქვს ყირიმში არსებული სამხედრო და სხვა ობიექტები, მათ შორის რუსეთის მიერ აშენებული ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდი, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში ხიდზე ძლიერი აფეთქებები მოხდა, რამაც ობიექტი მნიშვნელოვნად დააზიანა.