ავტორი:

პუტინი და ბარბი Time-ის წლის ადამიანების მოკლე სიაში მოხვდნენ - როგორ განმარტავს გამოცემა გადაწყვეტილებას?

პუტინი და ბარბი Time-ის წლის ადამიანების მოკლე სიაში მოხვდნენ - როგორ განმარტავს გამოცემა გადაწყვეტილებას?

ამერიკულმა ჟურნალმა Time-მა 2023 წლის "წლის ადამიანის“ ტიტულის კანდიდატთა მოკლე სია გამოაქვეყნა. სია ცხრა კანდიდატისგან შედგება, მათ შორის არიან ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და თოჯინა ბარბი.

Time-მა პუტინის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტი უკვე მეორე წელია აგრძელებს ომს უკრაინის წინააღმდეგ. 2023 წელს," ვაგნერის" აჯანყების დროს, მის ძალაუფლებას საფრთხე შეექმნა, მაგრამ საბოლოოდ, "მისი გავლენა მხოლოდ გაძლიერდა", აღნიშნავს გამოცემა.

ბარბის ნომინაციის განმარტებაში აღნიშნულია, რომ გრეტა გერვიგის “Barbie” 2023 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა. მისმა შემოსავალმა თითქმის მილიარდნახევარი დოლარი შეადგინა.

წლის ადამიანების კანდიდატთა სიაში ასევე მოხვდნენ ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი და OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ალტმანი;

პუტინმა Time-ის წლის ადამიანის ტიტული 2007 წელს მიიღო, რუსეთის პრეზიდენტი არაერთხელ მოხვდა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაშიც.

გასულ წელს Time-ის წლის ადამიანი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გახდა.