ავტორი:

ზუმერმა Trade-In წარადგინა

ზუმერმა Trade-In წარადგინა

ზუმერმა Trade-In სერვისი წარადგინა - მომხმარებლებს ზუმერის თბილისის ფილიალებში სმარტფონისა და Apple-ს ტექნიკის ჩაბარება და თანხის დამატებით, სასურველი ნივთის შეძენა ან შეფასებული ღირებულების ფარგლებში ახალი ტექნიკის შერჩევა შეეძლებათ.

კომპანიის მესვეურების თქმით, Trade-In განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისთვისაც დროის დაზოგვა გადამწყვეტია.

Trade-In-ის პროცედურა მარტივია. მომხმარებელს შეუძლია ჩააბაროს Apple-ის, Samsung-ის, Xiaomi-ის, Google-ის სმარტფონი ან Apple-ს წარმოებული გაჯეტები: MacBook, iPad, Apple Watch. ზუმერის თანამშრომლები ფილიალშივე მოკლე დროში შეაფასებენ ტექნიკას. შეფასების გაგების შემდეგ, მომხმარებელი ნივთს ზუმერში დატოვებს, თანხის დამატებით სასურველ მოდელს შეიძენს ან პირდაპირ ძველი ნივთის ღირებულების ფარგლებში შეარჩევს ტექნიკას.

ზუმერი ბაზარზე ლიბერალური ფასებით პოზიციონირებს. Trade-In კიდევ ერთი მომგებიანი შეთავაზებაა, რომლის საშუალებითაც რჩეული ბრენდების ტექნიკა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა. ზუმერი Trade-In სერვისის საქართველოს მასშტაბით წარდგენას ეტაპობრივად გეგმავს.

R