ავტორი:

"იუთუბერს", რომელმაც საკუთარი თვითმფრინავი განზრახ ჩამოაგდო, რათა ვიდეოს ბევრი ნახვა ჰქონოდა, 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს

"იუთუბერს", რომელმაც საკუთარი თვითმფრინავი განზრახ ჩამოაგდო, რათა ვიდეოს ბევრი ნახვა ჰქონოდა,  6-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს

30 წლის "იუთუბერი", რომელმაც 2021 წელს, ონლაინ პოპულარობისთვის პირადი თვითმფრინავი განზრახ ჩამოაგდო, სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ინფლუენსერს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ტრევორ ჯეიკობი ვიდეოზე ნახვებისა და "ლაიქების" მოსაგროვებლად, თვითმფრინავიდან გადმოხტა, შემდეგ კი ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოაგდო. ინციდენტის შემდეგ მან სასამართლოს გაცურება სცადა და მოიტყუა, რომ თვითმფრინავი გამიზნულად არ ჩამოუგდია და ყველაფერი ძრავის გაუმართაობის გამო მოხდა.

<iframe width="784" height="441" src="https://www.youtube.com/embed/vbYszLNZxhM" title="I Crashed My Airplane" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

ვიდეოს, რომელშიც ტრევორი თვითმფრინავიდან სელფის ჯოხითა და პარაშუტით ხტება, 4.5 მილიონამდე ნახვა აქვს.

"თქვენ არ განსაჯეთ სიტუაცია საღად და უპასუხისმგებლოდ მოიქეცით მაშინ, როცა გადაწყვიტეთ, რომ თვითმფრინავიდან გადმომხტარიყავით, რათა შემდეგ მისი შეჯახება გადაგეღოთ,

თქვენი ამაზრზენი და მიზანმიმართული ქმედებები იმაზე მიუთითებს, რომ ამჟამად არ გაქვთ საღად განსჯის და პასუხისმგებლობის ის ხარისხი, რომელიც საჭიროა საპილოტე სერტიფიკატის მქონე ადამიანისთვის", - მიმართა მას სასამართლომ.

საბოლოოდ, ინფლუენსერმა დაასკვნა, რომ ეს გამოცდილება მისთვის ჭკუის სასწავლებელი აღმოჩნდა და განაცხადა, რომ სასამართლომ მისი დასჯით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა