ავტორი:

ახალი ზელანდიის პარლამენტარებმა სხდომაზე ტრადიციული საბრძოლო ცეკვა, ჰაკა შეასრულეს (ვიდეო)

ახალი ზელანდიის პარლამენტარებმა  სხდომაზე ტრადიციული საბრძოლო ცეკვა, ჰაკა  შეასრულეს (ვიდეო)

ახალი ზელანდიის პარლამენტის წევრმა, რავირი ვაიტიტიმ პროტოკოლი დაარღვია და მანამ, სანამ მეფე ჩარლზს ერთგულებას შეჰფიცებდა, მაორის ტრადიციული საბრძოლო ცეკვა, "ჰაკა" შეასრულა.

რავირი პარლამენტარებმა მარტო არ დატოვეს და მის მსგავსად კიდევ 5-მა მათგანმა დადო ერთგულების ფიცი.

<iframe width="683" height="384" src="https://www.youtube.com/embed/2sBesjWI5fY" title="New Zealand politician performs haka before making oath to King Charles in Parliament" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

ახალი ზელანდიის პარლამენტარებმა პროტესტის ნიშნად ჯერ თავიანთ შვილიშვილებს და ახალგაზრდა თაობას შეჰფიცეს ერთგულება, შემდეგ კი ბრიტანელ მონარქს.

ვაიტიტი მაორის უფლებებისთვის მებრძოლი პარტიის, Te Pati Maori-ს თანახელმძღვანელია. "ჰაკას" პარლამენტში შესრულება პარტიის მიზანს ემსახურება, წინ აღუდგნენ ცერემონიის კოლონიურ ხასიათს, რომელიც მათგან მეფე ჩარლზისთვის ერთგულების ფიცის დადებას მოითხოვს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა