ავტორი:

"მარიკოს არ ვიცნობდი, 19 წელი ბებიასთან და ბაბუასთან იცხოვრა... პროტესტი აქვს ჩემი პროფესიის მიმართ " - ლელა წურწუმია შვილზე, რთულ პერიოდსა და შემოქმედებით გზაზე

"მარიკოს არ ვიცნობდი, 19 წელი ბებიასთან და ბაბუასთან იცხოვრა... პროტესტი აქვს ჩემი პროფესიის მიმართ " - ლელა წურწუმია შვილზე, რთულ პერიოდსა და შემოქმედებით გზაზე
  • ჟურნალი OK გთავაზობთ ინტერვიუს ლელა წურწუმიასთან - ფოტო გიორგი პაპიძე

სულ უსმენენ, სულ აინტერესებთ, სულ ჭორაობენ – ის ლელაა, ეს მისი ცხოვრების შლეიფია. ზოგს მოსწონს, ზოგს არა, მაგრამ ყველას აინტერესებს. ამას მიეჩვია და დიდი ხანია, აღარ აწუხებს. მისი გლამურული სასცენო ცხოვრების მიღმა ნამდვილი ცხოვრებაა სირთულეებით და წარმატებით გაჯერებული. ის ქართულ შოუბიზნესში ყველაზე საინტერესო, ყველაზე პროდუქტიული და მოთხოვნადი ქალია. უსმენს ყველა თაობა და მღერის ყველასთვის.

რთული პერიოდი

...სულ დანის პირზე დავდივარ. ამ პატარა ქვეყანაში დიდი დოზით შემოდის ყველას ცხოვრებაში პოლიტიკა, აქაც სუბორდინაციაა დასაცავი. რამდენიმე წლის წინ ხმა დავკარგე – ამაზე რთული რა უნდა იყოს მომღერლისთვის. ერთი პროცენტითაც არ დამიშვია, რომ ხმა არ დამიბრუნდებოდა. არ უნდა მოიზიდო ის, რისიც გეშინია. საოცრად ოპტიმისტი ვარ. სიზმარში სულ ვმღეროდი, ვიღვიძებდი და ხმა არ მომყვებოდა. 29 ივნისს გავიკეთე ოპერაცია და 1 ოქტომბერს ჩავწერე სიმღერა. სექტემბერში დოდო დიასამიძესთან დავიწყე მეცადინეობა. საოცარი რამე გამიკეთა დოდომ, მაქსიმალურად ამოქაჩა ხმა. რა თქმა უნდა, ეს ის ხმა არ იყო. პირველი წამოვიდა მაღალი ბგერები, რომელიც, ფაქტობრივად, დაკარგული მქონდა, რადგან იოგებზე კისტა აღმომაჩნდა. ექიმმა მითხრა, თქვენი პროფესიონალიზმი, თორემ ამ ხმით სიმღერა კი არა, ვერც უნდა ლაპარაკობდეთო. ეს გამოიწვია სტრესმა და იმ სირთულეებმა, რაც გამოვიარე. ჩვენ სხვანაირად გამობრძმედილი თაობა ვართ და სხვანაირად ვუყურებთ ყველაფერს. თუ ფეხს არ აუწყობ ცხოვრებას და არ ადაპტირდები, იქნები გუშინდელი დღე. თუ გინდა იყო საინტერესო, თუ გინდა იყო აქტუალური, ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ იყო მოთხოვნადი. როცა გაქვს საჯარო პროფესია და სულ ჩანხარ, მუდამ ფორმაში უნდა იყო. ვიღაცისთვის ხარ სტიმული, ვიღაცისთვის – მაგალითი, ვიღაცას გულს უხეთქავ შენი კარგად ყოფნით.

მარიკო

მარიკო ახლა უკვე ჩემთან ცხოვრობს, 19 წელი ბებიასთან და ბაბუასთან იცხოვრა. სხვათა შორის მეც ბებია-ბაბუების გაზრდილი ვარ. მე მარიკოს არ ვიცნობდი, ნელ–ნელა დავიწყე მასთან კომუნიკაცია. ფიზიკურად არ მქონდა დრო და ამას თავისი მიზეზები აქვს. ვიცოდი, მოვიდოდა დრო, როცა მომიწევდა მარიკოსთვის ახსნა, რატომ არ ვიყავი მასთან იმ დოზით, როგორც სხვა დედები არიან შვილებთან. პროტესტი აქვს ჩემი პროფესიის მიმართ იმიტომ, რომ მშობლები წაართვა. რა თქმა უნდა, გვისაუბრია ამ თემაზე, მე მას გადაცემიდან ბოდიშიც მოვუხადე. ახლა ის სამხატვრო აკადემიაში სწავლობს დაზგურ ფერწერაზე და ძალიან მოსწონს ფოტოგრაფია. დამყავდა გადაცემის ჩაწერაზე, კონცერტებზე – თან ფოტოებს იღებდა. მინდოდა ენახა, როგორი შრომაა ამ ყველაფერში ჩადებული. არტისტი საკუთარ თავს არ ეკუთვნის. მარიკო ამას მიხვდა. ის დრო, რომელიც მე და მარიკომ დავკარგეთ, ვერასოდეს ანაზღაურდება. მე მისთვის ვარ დედაც და მეგობარიც, თუმცა ცოტათი მკაცრი. ზღვარი, რომელიც დედა-შვილს შორისაა, არ მინდა დაიკარგოს. მე ვარ დედა და ის არის შვილი – ეს არასოდეს არ შეიცვლება.

სრული ინტერვიუ წაიკითხეთ აქ

წაიკითხეთ ასევე: