ავტორი:

"ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია საფრთხის ქვეშ აყენებს მთლიანად ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებასა და მომავალს" - ერდოღანი

"ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია საფრთხის ქვეშ აყენებს მთლიანად ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებასა და მომავალს" - ერდოღანი

ნეთანიაჰუს მთავრობა თავისი პოლიტიკური სიცოცხლის გასახანგრძლივებლად რეგიონს საფრთხის ქვეშ აყენებს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დოჰაში გამართულ სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სამიტზე განაცხადა.

"ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია საფრთხის ქვეშ აყენებს მთლიანად ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებასა და მომავალს, რათა თავისი პოლიტიკური სიცოცხლე გაიხანგრძლივოს.

17 000 პალესტინელის დაღუპვა, ძირითადად ბავშვებისა და ქალების, ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულია და სამხედრო დანაშაულია. ისრაელი ამ დანაშაულებს არ უნდა გაექცეს“, - განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისთვის, თავად „ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელთან ომის შედეგად 15,800 პალესტინელი გარდაიცვალა.