ავტორი:

რას მოისმენს მაყურებელი მერაბ სეფაშვილის კონცერტზე 10 დეკემბერს

რას მოისმენს მაყურებელი მერაბ სეფაშვილის კონცერტზე 10 დეკემბერს

მერაბ სეფაშვილი შემოქმედებით გუნთან ერთად 10 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში დაგეგმილი პრემიერისთვის ემზადება. „რაც არ მიმღერია“ - ასე ჰქვია პროექტს, რომლითაც მომღერალი ნიკა ნიკვაშვილთან, ახალი თაობის მუსიკოსებთან და სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მაყურებლის წინაშე წარსდგება.

- მერაბ, რა რეპერტუარს შეასრულებთ და იქნება თუ არა პრემიერები?

- მერაბ სეფაშვილი - რა თქმა უნდა, იქნება ის სიმღერები, რომლებიც მაყურებელმა იცის, მხოლოდ განსხვავებული ვერსიებით და ასევე შევასრულებ კომპოზიციებს, რომლებიც არ მიმღერია. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ნიკა ნიკვაშვილთან, ლუკასთან, ლაშასთან, ლიზი რამიშვილთან და ამ შემადგენლობასთან მუშაობა. მაგრამ პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ ხალხს, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრებაა მოვდივარ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავცილდით, ჩვენ ერთნი ვართ და ასე დარჩება სიცოცხლის ბოლომდე. უბრალოდ, ამ კონკრეულ პროექტში ახალი თაობა შემოვიერთეთ, დიდი ბედნიერებაა, რომ იზიარებ მათ დამოკიდებულებას არამხოლოდ ამ რეპერტუარის, არამედ ზოგადად მუსიკის მიმართ.

- „რაც არ მიმღერია“ - როგორ დაიბადა ეს იდეა და რას უნდა ელოდეს მაყურებელი 10 დეკემბერს?

თეო ჯორბენაძე / პროექტის კრეატიული პროდიუსერი - რამდენიმე თვის წინ, ჩემთან მოვიდა მერაბის პროდიუსერი გია გოგორიშვილი ახალი პროექტის შექმნის სურვილით. როდესაც დავიწყე ფიქრი რა იქნებოდა საინტერესო, რატომღაც მაშინვე გაჩნდა კონცეფცია - „რაც არ მიმღერია“ და ცხადია, მისი განხორციელების გზაც კონცეპტArt-ის გარშემო შემოკრებილ ახალი თაობის ვირტუოზ მუსიკოსებს დაუკავშირდა. ამ პროექტზე მუშაობა ჩემთვის გამორჩეულად საპასუხისგმებლოა, რადგან საქმე ეხება არტისტს, ვისთვისაც სპეციალურად იქმნებოდა სიმღერები. ის იყო და არის ინსპირაცია მრავალი ავტორისთვის. ამ რაოდენობის სიმღერები ჩვენი ლეგენდარული ნანი ბრეგვაძის გარდა, არც ვიცი რომელიმე მომღერლისთვის თუ მიუძღვნიათ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ რეპერტუარმა დროს გაუძლო და ახალი თაობისთვისაც ახლობელი და საინტერესოა. 10 დეკემბრისთვის სრულიად ახალი მუსიკალური ფაქტურა იქმნება ნიკა ნიკვაშვილთან, ორკესტრთან და „ახლებთან“ ერთად. ყოველ დღე რაღაც ახალი იდეა იბადება, რეპეტიციებიც შესაბამისად, მიმდინარეობს საინტერესოდ და მხიარულად, ხანდახან რეკვიზიტში ვისკი გვემატება

- ლუკა, როგორია მუშაობის პროცესი?

ლუკა თოფურია - ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბატონ მერბთან ერთად სცენაზე გამოსვლა, დიდი პატივისცემა მაქვს მის მიმართ და ძალიან საპასუხისმგებლოსთან ერთად სასიამოვნოც არიც მასთან მუშაობა. ზოგადად პროექტში რამდენი მუსიკოსიც შემოდის იმდენი ახალი ხელწერაა, ვცდილობთ ჩვენი ხედვები შევმატოთ იმ ნაწარმოებებს, რომლებიც ბავშვობიდან ვიცით და გვიყვარს. საინტერესოა რეპეტიციების პროცესი, ყველანი თანატოლებივით ვართ და ეს ამბავიც განსაკუთრებით მიხარია.

ლაშა დეისაძე: - მერაბთან ერთად დაკვრა ბავშვობაში მოგზაურობას ჰგავს, რადგან სულ მესმოდა მისი სიმღერები. ძალიან მიხარია, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ. ჩვენ ძირითადად ჯაზში ვართ და ჩვენს ცოდნას აქ რომ ვიყენებთ საინტერესო სინთეზი გამოდის.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=316&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fconceptart.ge%2Fvideos%2F724292806219640%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="316" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

R