ავტორი:

სულ მცირე 11 დაღუპული და ათეულობით დაშვებული - ვრცელდება ჰონდურასში მომხდარი მასშტაბური ავარიის კადრები

სულ მცირე 11 დაღუპული და ათეულობით დაშვებული - ვრცელდება ჰონდურასში მომხდარი მასშტაბური ავარიის კადრები

ჰონდურასში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

სამგზავრო ავტობუსი ჯერ მოცურდა, ხიდს დაეჯახა, შემდეგ კი მდინარეში გადავარდა. შემთხვევა დედაქალაქიდან დაახლოებით 41 კილომეტრის დაშორებით მოხდა.

ქვეყნის სამართალდამცავი უწყების ცნობით, ავტობუსში 60 ადამიანი იმყოფებოდა.

ოფიციალური პირების თქმით, მძიმედ დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანითა და ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პრეზიდენტმა ქსიომარა კასტრომ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მთავრობამ სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

სოციალურ მედიაში ვრცელდება შემზარავი ავარიის ამსახველი კადრები.