ავტორი:

"მიღებთ დომინოს დამანგრეველ ეფექტს" - მეცნიერების ვარაუდით, დედამიწა კლიმატური კატასტროფის წინაშე დადგება: ვის ემუქრება განსაკუთრებული საფრთხე?

"მიღებთ დომინოს დამანგრეველ ეფექტს" - მეცნიერების ვარაუდით, დედამიწა კლიმატური კატასტროფის წინაშე დადგება: ვის ემუქრება განსაკუთრებული საფრთხე?

გლობალური დათბობის თავიდან ასაცილებლად წლებია იბრძვიან ცნობილი ადამიანებიც. ყოველწლიურად, ჰოლივუდის ვარსკვლავები, მილიონობით დოლარის ინვესტიციას დებენ ამ პრობლემასთან გასამკლავებლად, თუმცა, როგორც ჩანს, კაცობრიობა ნაკლებად ტრაგიკულად აღიქვამს პროცესებს, რომელსაც მსოფლიოს ბევრ ადგილზე დამანგრეველი შედეგები მოაქვს.

  • მეცნიერების ვარაუდით, უახლოეს მომავალში დედამიწა საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, რადგან ნახშირბადის დაბინძურებასთან ერთად ტემპერატურა საშიშ დონემდე იზრდება.

"ტემპერატურის მატება უსაფრთხო არ არის. გასული 20 წლის განმავლობაში, დათბობასთან დაკავშირებული სიკვდილიანობა 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში 50 პროცენტზე მეტით გაიზარდა“.

პლანეტარული ცვლილებები არ გამოიწვევს ტემპერატურის კონტროლიდან გამოსვლას მომავალ საუკუნეებში, მაგრამ სახიფათო და ფართომასშტაბიან ზიანს მიაყენებს ადამიანს ბუნებას:

"მიღებთ დომინოს დამანგრეველ ეფექტს, მათ შორის მთელი ეკოსისტემების დაკარგვას, მასობრივი გადაადგილებას, პოლიტიკურ არასტაბილურობას და ფინანსურ კოლაფსს“, - ამბობს ტიმ ლენტონმა, ექსეთერის უნივერსიტეტის გლობალური სისტემების ინსტიტუტიდან. მისივე თქმით, დაუსრულებელმა კატასტროფებმა, მაგალითად, ქარიშხლებმა და ხანძრებმა შეიძლება გამოიწვიოს მენტალური პრობლემები და არასტაბილურობა. მოსალოდნელია ინფექციურ დაავადებათა ზრდაც.

განსაკუთრებული საფრთხის წინაშეა გრენლანდია და დასავლეთ ანტარქტიდა, ტემპერატურის მატება ყინულის დნობას, თბილ წყლებში მარჯნის რიფების დაღუპვასა და ჩრდილო ატლანტიკაში ატმოსფერული ცირკულაციის კოლაფსს გამოიწვევს.

თუ ტემპერატურა კიდევ მოიმატებს, სასმელი წყლის ნაკლებობის პრობლემა ორჯერ უფრო მეტ ადამიანს შეეხება. მწერებს, ტემპერატურის 2.0 ცელსიუსით მატების შემთხვევაში გადაშენების საფრთხე 50 პროცენტით უფრო მეტად ემუქრებათ.

ამჟამად დედამიწაზე ტემპერატურა პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით ერთი გრადუსი ცელსიუსით არის მომატებული. ბოლო დროს მომხდარი ქარიშხლების, გვალვებისა და ხანძრების ფონზე, კლიმატის ცვლილების გავლენა უკვე სახეზეა...წყარო