ავტორი:

"გაციებისა და გრიპის დროს კაცები უფრო იტანჯებიან, ვიდრე ქალები" - ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერები

"გაციებისა და გრიპის დროს კაცები უფრო იტანჯებიან, ვიდრე ქალები" - ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერები

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კაცები გაციებისა და გრიპისგან უფრო მძიმედ იტანჯებიან, ვიდრე ქალები. ამის მიზეზი მათ იმუნურ სისტემაში არსებული განსხვავებებია.

"მამაკაცების გრიპი რეალურია, რადგან კაცები "მეტად იტანჯებიან“ და ქალების იმუნური სისტემა უფრო ძლიერია“, - აცხადებენ მკვლევარები.

შედეგად, მამაკაცები განიცდიან უფრო მწვავედ გაციების სიმპტომებს და გამოჯანმრთელებისთვისაც უფრო მეტი დრო სჭირდებათ.

ბრიტანელი დიეტოლოგის ჯენა ჰოუპის თქმით, ქალის ჰორმონები ესტროგენი და პროგესტერონი მხარს უჭერენ იმუნიტეტს, ხოლო მამრობითი ტესტოსტერონი ამცირებს მას. სწორედ ამ მიზეზით, ქალს, რომელსაც აქვს ტემპერატურა 38 გრადუსი, მას შეუძლია იზრუნოს ავადმყოფ შვილებზე, მოამზადოს სადილი, როდესაც 37 გრადუსი სიცხის დროს, კაცი ლოგინში წვება და ჩურჩულით საუბრობს.

კვების და ადამიანის ჯანმრთელობის მაგისტრი, ჯენა ჰოუპი აღნიშნავს, რომ „ტესტოსტერონი სერიოზულ როლს თამაშობს იმუნური სისტემის დათრგუნვაში. „შედეგად, კაცები უფრო მეტად გრძნობენ გაციების და გრიპის სიმპტომებს – თავის ტკივილს, ყელის ტკივილს, კიდურების ტკივილს, ვიდრე ქალები და მათგან გათავისუფლება უფრო უჭირთ“.