ავტორი:

"ერთადერთი პარტია ვართ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, სადაც სალომე ზურაბიშვილს არ მივიღებთ" - იაგო ხვიჩია

"ერთადერთი პარტია ვართ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, სადაც სალომე ზურაბიშვილს არ მივიღებთ" - იაგო ხვიჩია

ერთადერთი პარტია ვართ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც სალომე ზურაბიშვილს არ მივიღებთ - არ ვართ დაინტერესებული ივანიშვილის კადრების გადაბირებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში "გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ სალომე ზურაბიშვილი არჩევნებამდე 1-2 თვით ადრე გადადგება და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

ხვიჩიას თქმით, თანამშრომლობით ყველასთან ითანამშრომლებენ.

"ჩვენ ერთადერთი პარტია ვართ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც სალომე ზურაბიშვილს პარტიაში არ მივიღებთ. ამიტომ სხვა დროს თუ კობახიძეს ან ვინმეს რაიმე წამოსცდება ჩვენი მისამართით, იცოდეთ, რომ მე თქვენთან ეს მაქვს განხილული.

რაც შეეხება ამ ვერსიას, „ქართული ოცნების“ ხელშია მოსასმენი აპარატებიც, თვალთვალიც, სუს-იც, პოლიციაც, შესაბამისად, მათ ბევრად მეტი ინფორმაცია აქვთ, ვინ რას აპირებს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ვერ შევამოწმებთ ამ ინფორმაციის სანდოობას, რასაც „ქართული ოცნება“ გვთავაზობს, შესაბამისად, შეიძლება ეს მართალი იყოს, შეიძლება საერთოდ ტყუილი იყოს, ჩვენთვის გზის ასაბნევად", - განაცხადა ხვიჩიამ.

კითხვაზე, რატომ არ მიიღებენ სალომე ზურაბიშვილს მათ პარტიაში, ხვიჩია აცხადებს, რომ "ივანიშვილის კადრების გადაბირებით" დაინტერესებულნი არ არიან.

"ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ბატონი ივანიშვილის კადრების გადაბირებით. არ მიგვაჩნია სწორად და გვგონია, რომ ჩვენ ჩვენი ხალხი გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენს მიზნებს მივაღწიოთ. ხოლო სალომე ზურაბიშვილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს", - განაცხადა ხვიჩიამ.