ავტორი:

"მან იპოვა გზა, გადალახოს საზღვრები და იყოს სინათლის წყარო" - Time-მა წლის ადამიანად ტეილორ სვიფტი დაასახელა

"მან იპოვა გზა, გადალახოს საზღვრები და იყოს სინათლის წყარო" - Time-მა წლის ადამიანად ტეილორ სვიფტი დაასახელა

ტეილორ სვიფტისთვის 2023 წელი ტრიუმფალური აღმოჩნდა. გამოცემა Time-მა ის წლის ადამიანად დაასახელა.

მიმდინარე წელს ტეილორის ერას ტური გაყიდვების თვალსაზრისით, რეკორდული იყო.

"ყველაზე ამაყი და ბედნიერი ვარ", - ამბობს ტეილორი გამოცემასთან. მისივე თქმით, "ერას ტურის" ერთი კონცერტი 180 წუთი გრძელდებოდა და ხშირად, ფიზიკურად ძალა აღარ ჰქონდა.

"შოუს შემდეგ გამუდმებით საწოლში ვარ, მხოლოდ საჭმლისთვის ვდგები, ოღონდ საწოლში მიმაქვს და იქ ვჭამ. შოუების შემდეგ ძლივს ვლაპარაკობ, ფეხები საშინლად მტკივა", - ამბობს მომღერალი.

"მან იპოვა გზა, გადალახოს საზღვრები და იყოს სინათლის წყარო", - ამბობს Time-ის მთავარმა რედაქტორი.