ავტორი:

სომხური წარმომავლობის მაგნატი, რომელიც არგენტინის უმდიდრესი ადამიანია და გავლენას ახდენს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე - ვინ არის ედუარდო ერნეკინიანი

სომხური წარმომავლობის მაგნატი, რომელიც არგენტინის უმდიდრესი ადამიანია და გავლენას ახდენს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე - ვინ არის ედუარდო ერნეკინიანი

Corporacion America-ს მფლობელმა და არგენტინის სიმდიდრით მეოთხე ადამიანმა, წარმოშობით სომეხმა, 90 წლის მილიარდერმა, ედუარდო ერნეკიანმა არგენტინის ახალ პრეზიდენტს ხავიერ მილეის მხარი დაუჭირა. ამის შესახებ The Financial Times-ი წერს.

"არგენტინის ბიზნეს ელიტა სკეპტიკურად არის განწყობილი ხავიერ მილეის მიმართ, რომელიც ეკონომიკის დოლარიზაციას აპირებს. თუმცა ერთ-ერთი კორპორატიული ტიტანი მას მხარს უჭერს. ეს არის ედუარდო ერნეკიანი, კონგლომერატ Corporacion America-ს მფლობელი და არგენტინაში სიმდიდრით მეოთხე ადამიანი“, - აღნიშნავს გამოცემა.

სტატიაში ნათქვამია, რომ ბიზნესმენი, რომელიც მასობრივი კომუნიკაციებისა და აეროპორტების ბიზნესით გამდიდრდა, ხავიერ მილეის უფროსი 2008 წლიდან 2021 წლამდე იყო.

ამ პერიოდში მილეი თავისი კომპანიის მთავარ ეკონომისტად აქცია.

"მათ მჭიდრო და ახლო კონტაქტი აქვთ, რამაც ანალიტიკოსების თქმით, 52 წლის მილეიზე და მის წარმატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია", - წერს Financial Times.

გამოცემასთან ერნეკიანმა დაადასტურა, რომ მილეის ენდობა, თუმცა დაამატა: "ვფიქრობ, მილეი კარგი პრეზიდენტი იქნება, თუმცა მე არ მჭირდება დოლარი“.

ახალი პრეზიდენტის ოპონენტები თვლიან, რომ პოლიტიკოსის მჭიდრო კავშირი ერნეკიანთან ეჭვქვეშ აყენებს იმ დაპირებას, რომ ის კორუმპირებულ პოლიტიკურ ელიტასთან იბრძოლებს. ჟურნალისტი ხუან ლუის გონსალესი, რომელიც მაგნატისა და მილეის ურთიერთობის ერთგვარი მკვლევარია, განაცხადა, რომ ბიზნესმენი თავის ყოფილ დაქვემდებარებულს პოლიტიკური კარიერის დაწყებისკენ აქეზებდა. თუმცა, როგორც ერნეკიანი აცხადებს, მილეის წინასაარჩევნო კამპანიას ის არ აფინანსებდა.

ერნეკიანი, რომლის მშობლები არგენტინაში სომხეთიდან წავიდნენ ემიგრაციაში, დღეს არგენტინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. Bloomberg-ის ინფორმაციით, მისი კომპანია America Airports-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 50 აეროპორტს ფლობს, აქედან 37 არგენტინაში მდებარეობს.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე