ავტორი:

ალა პუგაჩოვა კვიპროსში, შოპინგის დროს, მოულოდნელად ცუდად გახდა - როგორია მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

ალა პუგაჩოვა კვიპროსში, შოპინგის დროს, მოულოდნელად ცუდად გახდა - როგორია მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

რუსი პრიმადონა ალა პუგაჩოვა, რომელიც ბოლო პერიოდში კვიპროსში ცხოვრობს, საშოპინგოდ ტანსაცმლის ერთ-ერთ მაღაზიაში იმყოფებოდა, რა დროსაც, მოულოდნელად, ცუდად გახდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც საინფორმაციო სააგენტოები თვითმხილველებზე დაყრდნობით წერენ, მომღერალმა გამყიდველს უთხრა, რომ თავს ცუდად გრძნობდა. როგორც გაირკვა, პუგაჩოვას ფეხების შეშუპება აწუხებს.

"გამყიდველთან საუბრისას მან თქვა, რომ ბოლო დროს იძულებულია დიდი ზომის ფეხსაცმელი იყიდოს, რადგან ფეხები ძალიან უშუპდება. იმ დღეს, რბილად რომ ვთქვათ, პრიმადონა ძალიან ცუდად გამოიყურებოდა", - განაცხადა მედიასთან ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

74 წლის ალა პუგაჩოვა გარეგნულად იდეალურად გამოიყურება. ის ხშირად სტუმრობს კოსმეტოლოგს და ასევე უყვარს დაბერების საწინააღმდეგო პროცედურების ჩატარება. უარს არ ამბობს პლასტიკურ ქირურგიაზეც.

გარდა ამისა, პუგაჩოვა ხშირად ჩნდება საზღვარგარეთ ღონისძიებებზე. "გარეგნობით ვერ მიხვდები, რომ ბოლო დროს თავს კარგად არ გრძნობს", - წერს მედია.