ავტორი:

"ვისაც ვაჟი შეეძინება მიჰყავს ცხვარი, მიაქვს 3-6 მეტრი სიმაღლის მქონე ფიჭვის ან ნაძვის სარი..." - რელიგიური დღესასწაული, რომელიც სვანეთის მხოლოდ ერთ სოფელში აღინიშნება

"ვისაც ვაჟი შეეძინება მიჰყავს ცხვარი, მიაქვს 3-6 მეტრი სიმაღლის მქონე ფიჭვის ან ნაძვის სარი..." - რელიგიური დღესასწაული, რომელიც სვანეთის მხოლოდ ერთ სოფელში აღინიშნება

მკვლევარი გოჩა ჭელიძე იმ რელიგიური დღესასწაულის შესახებ გვაცნობს, რომელიც სვანეთის მხოლოდ ერთ სოფელში აღინიშნება. დღესასწაულს "ლიჩანიშობა" ეწოდება და ის აგვისტოს პირველ რიცხვებში აღინიშნება.

- მესტიის რაიონის სოფელ ჰადიშიდან 4-5 კილომეტრის მოშორებით, მინდორში დგას წმინდა გიორგის სახელობის ქვის ძველი ეკლესია, რომელსაც ჯგგრაგ ჩანიშ-ს ეძახიან, რაც ნიშნავს: წმ. გიორგი ჩანიშისა. აქ წელიწადის ერთ დღეს, აგვისტოს პირველ რიცხვებში (1-5-მდე) აღინიშნება რელიგიური დღესასწაული "ლიჩანიშობა"... არც დანარჩენ საქართველოში და არც სვანეთის სხვა სოფლებში ასეთი დღესასწაული არსად არ იციან, მას მხოლოდ ჰადიშელები აღნიშნავენ. ამ დღესასწაულის მოთავედ გამოდიან ჰადიშელი ავალიანები და ქალდანები, მართალია ამ დღესასწაულზე სვანეთის სხვა თემებიდანაც მოდიან საკლავებითა და სხვა ძღვენით, მაგრამ იგი ძირითადად ჰადიშელების დღესასწაულია. სხვა სოფლებიდან უმთავრესად ჰადიშიდან გათხოვილი ქალები და მათი ქმარ–შვილები ესწრებიან.

"ლიჩანიშობა" ნაყოფიერების ღვთაებისადმი მიძღვნილი დღესასწაულია. ვისაც ვაჟი შეეძინება მიჰყავს ცხვარი, მიაქვს 3-6 მეტრი სიმაღლის მქონე ფიჭვის ან ნაძვის სარი (სვან. „ღვატ“) და მასზე შესაბმელი ფერადი სათავსაფრე ქსოვილი, რომელსაც "დურშაი"-ს ეძახიან. ყველა ცდილობს, რომ მისი "ღვატი" სხვებისახე უფრო გრძელი იყოს. ღვატების კენწეროებზე ფერადი "დურშაიების“ ფრიალი ლამაზ სანახაობას ქმნის. ლოცვის დროს ცალ-ცალკე მოიხსენიებენ და დალოცავენ ყველას, ვინც იმ დღეს რაიმე შესწირა წმ. გიორგის ხატს. სამლოცველოებში თავსაფრის შეწირვის ძველი სვანური წესი საერთოდ დამახასიათებელი ჩვეულება იყო, ლიჩანბშში შესაწირი მიჰქონდათ იმდენჯერდთ რამდენჯერაც ვაჟი შეეძინებოდა ოჯახს. ღვატი და დურშაი მხოლოდ პირველ და მეორე ვაჟზე მიაქვთ. მესამეზე ცხვარი მიჰყავთ და ა. შ. თუ ვინმეს მოსულთაგანს არ აქვს ღვატი, მას ძველის გამოყენება შეუძლია, ოღონდ ეს სარი მის გვარს უნდა ეკუთვნოდეს. გარდა ამისა, ვაჟის ოჯახს მოაქვს 60-მდე „ლემზირი“ (რიტუალური კვერი).

მსხვერპლის შეწირვა მზის ამოსვლისთანვე იწყება. სამსხვერპლო პირუტყვი ეკლესიასთან ახლოს იკვლება; პატრონს მხოლოდ მარჯვენა ბეჭი ერგება, დანარჩენი იქვე იხარშება და საერთო პურობის დროს მიწაზე გაშლილ სუფრაზე ნაწილდება. პურობის დაწყებამდე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გულ-ღვიძლის შეწვას და მის საერთო დანაწილება–-მირთმევას.

ეკლესიაში შესაწირავად ლემზირების გარდა მიაქვთ არაყი. ეკლესიიდან წმინდა გიორგის ხატის გამოსვენების წინ ყველა თავის ღვატს შეუბამს დურშაის და ღვატებით ხელში ახალგაზრდები ეკლესიის მოშორებით დგებიან ერთ მწკრივად. ეკლესიიდან პროცესის თანხლებით გამოაქვთ ხატი და მიემართებიან დროშებისაკენ. მსვლელობის დროს მამაკაცთა გუნდი მღერის წმინდა გიორგის სადიდებელს და ძველ სვანურ სიმღერებს. სადიდებელი გაისმის სამჯერ. პროცესია ჩერდება დროშებთან და სრულდება ყველა ის წესი, რაც ასე დამახასიათებელია სათემო დღესასწაულებისათვის. შემდეგ იმართება პურობა, ცეკვა-თამაში და სიმღერა. ლიჩანიში ტარდება აგვისტოს პირველ რიცხვებში ხუთმაბათ დღეს. მომდევნო კვირა დღეს („ლიჩანიში მიშლადეღ“) დაკლავენ ხარს, რომელსაც ყიდულობენ ლიჩანიმის დღესასწაულზე შემოწირული თანხით. ისევ იმართება ლოცვა, ლხინი და პურობა, ოღონდ ამჯერად მასში მხოლოდ ადიშელები იღებენ მონაწილეობას.ლიჩაანიშის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს.

წყარო: თეიმურაზ მიბჩუანი - დასავლვეთ საქართველოს ქაrთველ მთიელთა ეთნოგენეზის, განსახლებისა და კულტურის ისტორიიდან. 1989.

ფოტოები: ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ზემო სვანეთის "ფეისბუქის" გვერდი