ავტორი:

სროლა ნევადის უნივერსიტეტში: თავდასხმაში ბრალდებული ყოფილი პროფესორია - გარდაცვლილია 4 ადამიანი

სროლა ნევადის უნივერსიტეტში: თავდასხმაში ბრალდებული ყოფილი პროფესორია - გარდაცვლილია 4 ადამიანი

ოთხშაბათს დილით ნევადის უნივერსიტეტში მასობრივი სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორისაა თავდამსხმელიც. პოლიციის თქმით, კიდევ ერთი დაჭრილი ადამიანი ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი და კრიტიკულ მდგომარეობაშია. მსუბუქადაა დაშავებული ორი პოლიციელი. პანიკური შეტევების გამო კიდევ ოთხი ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში.

პოლიციის თქმით, მათ უკვე იციან ეჭვმიტანილის ვინაობა, მაგრამ მის სახელსა და გვარს არ ასაჯაროებენ. მათივე ცნობით, ეჭვმიტანილი 67 წლის თეთრკანიანი მამაკაცია, რომელიც ჯორჯიისა და ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტების ყოფილი პროფესორია. სროლის დაწყებისთანავე, სტუდენტებს უსაფრთხო ზონაში ევაკუაცია ურჩიეს, საბოლოოდ კი ისინი პოლიციელებმა შენობის გარეთ გამოიყვანეს.

პოლიციის უფროსმა, ადამ გარსიამ განაცხადა, რომ 67 წლის თავდამსხმელი ოფიცრებთან ორმხრივი სროლის შედეგად გარდაიცვალა. პოლიციის თქმით, მათ თავდასხმის მოტივის შესახებ წარმოდგენაც არ აქვთ.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა წუხილი გამოთქვეს და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს. საქმეს ახლა FBI იძიებს.

აშშ-ს სკოლებში წელს მასობრივი სროლის 80 შემთხვევა მოხდა.