ავტორი:

"ზურაბიშვილს თუ ჰგონია, რომ "სადაც უნდა გათხაროს, ყველგან შეუძლია გათხაროს“, მაგრად ცდება" - ალუდა ღუდუშაური

"ზურაბიშვილს თუ ჰგონია, რომ "სადაც უნდა გათხაროს, ყველგან შეუძლია გათხაროს“, მაგრად ცდება" - ალუდა ღუდუშაური

ზურაბიშვილს თუ ჰგონია, რომ "სადაც უნდა გათხაროს, ყველგან შეუძლია გათხაროს“, მაგრად შემცდარა ეს ადამიანი და მაგრად ცდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი "ნაციონალური მოძრაობის“ "მოვალეა“ და მის დაკვეთას ასრულებს.

"როცა პრეზიდენტისთვის კონსტიტუცია არაფერს ნიშნავს, საერთოდ ამ ქალისთვის არანაირი კანონმდებლობა არ არსებობს და ამოვარდნილია ყველაფრიდან, მის სიტყვებს თუ დავესესხებით, მას როგორც უყვარს (თქმა), მას თუ ჰგონია, რომ "სადაც უნდა გათხაროს, ყველგან შეუძლია გათხაროს“, მაგრად შემცდარა ეს ადამიანი და მაგრად ცდება.

ქართველი ხალხი ხედავს მარტივად, რა მისიაც აქვს დღეს მას. მისი მისიაა ქვეყანაში ხელოვნურად ასწიოს პოლიტიკური ტემპერატურა და ამ პოლიტიკურ ველზე საკუთარი თავი სადღაც მაინც დაინახოს. ის ასრულებს "ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთას. მოვალეა "ნაციონალური მოძრაობის“, ურთიერთშეთანხმებულები არიან და დღეს ფორმალური პრეზიდენტი ის არის სწორედ "ნაციონალური მოძრაობის“ მანდატების წყალობით“, - განაცხადა ღუდუშაურმა.