ავტორი:

19 წლის მოკრივის ტრაგიკული აღსასრული - რას ჰყვებიან ღაზაში დაღუპულ ბიჭზე, რომელიც ბრიტანეთ-ისრაელის ორმაგი მოქალაქე იყო

19 წლის მოკრივის ტრაგიკული აღსასრული - რას ჰყვებიან ღაზაში დაღუპულ ბიჭზე, რომელიც ბრიტანეთ-ისრაელის ორმაგი მოქალაქე იყო

3 დეკემბერს, ღაზაში შეტაკებების დროს, 19 წლის ისრაელელი ჯარისკაცი, ბენიამინ იეჰოშუა "ბენჯი" ნედჰამი დაიღუპა.

ნედჰამი ლონდონში დაიბადა და 8 წლის ასაკში ოჯახთან ერთად ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. მას ბრიტანეთ-ისრაელის ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა და საბრძოლო საინჟინრო კორპუსის 601-ე ბატალიონის ჯარისკაცი იყო. ნედჰემი პროფესიონალი მოკრივე იყო, რომელმაც ორი წლის წინ, ეროვნულ შეჯიბრში მეორე ადგილი დაიკავა.

"ბენჯი მართლაც განსაკუთრებული ბავშვი იყო. კარგი გული ჰქონდა, ხიბლით სავსე. სკოლაში მას "მომხიბვლელს“ ვეძახით, რადგან ყოველთვის იცოდა როგორ მოქცეულიყო. შეუძლებელი იყო მასზე გაბრაზება, რადგან მასთან ყოველი საუბარი ღიმილით სრულდებოდა“ - იხსენებს დაღუპული ჯარისკაცის სკოლის მასწავლებელი.

"მომხდარის ზუსტი დეტალები არ ვიცით, მაგრამ ის ღაზაში მხოლოდ ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა. პარასკევს შევიდა და კვირას გარდაიცვალა. ის ჩვენს გულებში სამუდამოდ დარჩება. მისით ძალიან ვამაყობთ და ზუსტად ვიცით, რომ საკუთარი თავით თვითონაც იამაყებდა - ის თავისი ქვეყნის დასაცავად მოკვდა“ - განაცხადა ბენიამინის დამ ჟურნალისტებთან საუბრისას....წყარო