ავტორი:

მოვემზადოთ ახალი წლისთვის: ჯადოსნური ადგილი  საახალწლო საჩუქრების ყიდვისთვის და სასარგებლო სიურპრიზების მისაღებად

მოვემზადოთ ახალი წლისთვის: ჯადოსნური ადგილი  საახალწლო საჩუქრების ყიდვისთვის და სასარგებლო სიურპრიზების მისაღებად

საახალწლო სეზონი - ყველაზე ჯადოსნური და მხიარული დროა, დღესასწაულისთვის მოსამზადებლად. წინა საახალწლო განწყობა ყოველ წელს შთაგვაგონებს, რომ წლის ყველაზე ბრჭყვიალა დღე განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი გავხადოთ. ამ სასიამოვნო ორომტრიალის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი საყვარელი ადამიანებისთვის იდეალური საჩუქრების პოვნაა. იმისათვის, რომ საახალწლოდ მზადების საქმე გავიმარტივოთ და ბოლო დღეებისთვის არ მოვიტოვოთ ყველაფერი, სასურველია, საჩუქრების შერჩევა ახლავე დავიწყოთ.

ამისთვის ყველაზე იდეალური ადგილი საახალწლო ფესტივალებია, რომელიც არა მხოლოდ უნიკალური საჩუქრების წყაროა, არამედ საოცარი ადგილი, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად სასიამოვნო დროის გასატარებლად.

გრანდიოზული „ბიბლუსის საახალწლო ფესტივალი“ საუკეთესო ადგილია როგორც საჩუქრების შესაძენად, ასევე საუკეთესო შეთავაზებებით სარგებლობისთვის და კარგი დროის გასატარებლად. ყველაზე მასშტაბური საახალწლო ფესტივალი დღეს დაიწყო და 10 დეკემბრამდე „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში უმასპინძლებს ადგილზე მისულ სტუმრებს.

საახალწლო პროდუქციის გრანდიოზული გამოფენა-გაყიდვა "ბიბლუსი ჯგუფის“ ორგანიზებითა და თიბისის და VISA-ს სპონსორობით/მხარდაჭერით ეწყობა. სხვადასხვა ფერისა და თემატიკის საახალწლო ოთახებში წარმოდგენილია ნაძვის ხეების, საახალწლო აქსესუარების, წიგნების, სათამაშოების, თავის მოვლის საშუალებების, პარფიუმერიის, ტკბილეულის და სასმელების მრავალფეროვანი არჩევანი საუკეთესო ფასებად. ასევე, ბევრი სიურპრიზი და გასართობი აქტივობები. დილიდან, ფესტივალს უკვე ასობით ადამიანი ესტუმრა. დიდი რიგი იდგა გამომცემლობა „პალიტრა L”-ის სტენდთანაც, სადაც არაერთი გამორჩეული შეთავაზება და მხიარული სიურპრიზია წარმოდგენილი.

ადგილზე დაგხვდებათ ყველაზე მოთხოვნადი და საუკეთესო წიგნების სერიები, ახალი გამოცემები და განსხვავებული საჩუქრები ლიტბოქსისა და blind date-ის სახით.

„ბრმა პაემანი წიგნთან“ ძალიან პოპულარული ტრენდია ლიტერატურულ სამყაროში. წიგნები საგულდაგულოდ არის შეფუთული და მხოლოდ მინიშნებები მოჰყვება, რომლის მიხედვითაც შეგეძლებათ, აარჩიოთ სასურველი ნაწარმოები. მკითხველი ყდის დიზაინის, ავტორის ან ანოტაციის შერჩევის გარეშე კითხულობს წიგნს. მოულოდნელობის ეფექტი ადამიანს განსაკუთრებულ ემოციებს უქმნის და წიგნის წაკითხვაც უფრო სასიამოვნო პროცესი ხდება.

ლიტბოქსი კი ლიტერატურული ყუთია, რომელშიც წიგნებთან ერთად სხვა საჩუქრებსაც აღმოაჩენთ. ის იდეალური საჩუქარი იქნება საახალწლოდ, რადგან მოულოდნელობის შეგრძნება და სიურპრიზები ძალიან უხდება საახალწლო განწყობას.

საახალწლო ფესტივალზე, ასევე შეძლებთ შეიძინოთ თოვლის გუნდას სერიის წიგნები, წიგნი-ფაზლი და რბილი სათამაშო გუნდები საუკეთესო შეთავაზებით.

წიგნი ნამდვილად საუკეთესო საჩუქარია, ნებისმიერი სქესის და ასაკის ადამიანისთვის. ის უფრო ხანგრძლივ შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე სტანდარტული საჩუქრის გახსნის მომენტში მიღებული წუთიერი ემოციებისა. წიგნები გვამოგზაურებს ჯადოსნურ სამყაროებში და სამუდამოდ რჩება ჩვენს მეხსიერებაში.

ოჯახის ყველა წევრისა და მეგობრისთვის საჩუქრების პოვნა საინტერესო, მაგრამ ხშირად რთული ამოცანაა. „ბიბლუსის საახალწლო ფესტივალი“ ერთ სივრცეში მოუყრის თავს სასაჩუქრე პროდუქციის სრულ ასორტიმენტს და მომხმარებლებს საახალწლო სამზადისს მაქსიმალურად გაუმარტივებს.

მრავალფეროვანი პროდუქციის და განსაკუთრებული შეთავაზებების გარდა, „ექსპო ჯორჯიაში“ მისულ სტუმრებს სპეციალური გასართობი პროგრამა დახვდებათ, რომელიც მათ საახალწლო განწყობას კიდევ უფრო აუმაღლებს.

ესტუმრეთ საახალწლო ფესტივალს და შეარჩიეთ მხიარული და განსაკუთრებული საჩუქრები „პალიტრა L”-ისგან. ისარგებლეთ საუკეთესო შეთავაზებებით, რათა შეიძინოთ განსაკუთრებული სასაჩუქრე გამოცემები საუკეთესო ფასად.

#ბიბლუსი

#ბიბლუსიჯგუფი

#თიბისი

#Visa

#ბიბლუსისსაახალწლოფესტივალი

R