განათლებისა და ჯანდაცვის დინამიურ გზაჯვარედინზე, "მომავლის ლიდერები" ჩნდება, როგორც ტრანსფორმაციული ორგანიზაცია - ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მიმართულია მომავლის ადამიანების ფორმირებაზე. სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს, ორგანიზაცია უნიკალურ შესაძლებლობეს ანიჭებს, რათა გამოიკვლიონ მრავალფეროვანი აკადემიური პერსპექტივები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ‘’მომავლის ლიდერები’’ 2017 წელს მარიამ გოგოლიშვილის მიერ დაფუძვნდა და მისი მთავარი მისიაა ჩამოაყალიბოს ახალი თაობის ლიდერები, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან ახალი ცოდნითა და ინოვაციური უნარებით. ამ მისიის შესარულებლად, ორგანიზაცია სტიპენდიების ყოველწლიურად ანიჭებს წარმატებულ ახალგზარდებს, რომლებსაც დიდი პერტპექტივა აქვთ საერთაშორისო ბაზარზე.
სტიპენდიანტთა ასობით კანდიდატს შორის, 2023 წლის 20 იანვარს ერთი კანდიდატი, გიორგი სინაურიძე შეირჩა, რომელიც, მარიამ გოგოლიშვილის გადმოცემით, გამოირჩევა, როგორც სანიმუშო ახალგაზრდა პროფესიონალი, რომელთა წარმატებაში წვლილის შეტანას „მომავლის ლიდერები“ ცდილობს. ექიმის,საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის,საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის ტიტულებით, გიორგის მრავალმხრივი გამოცდილება აქცევს მას სტიპენდიის მფლობელად, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ჯანდაცვის სფეროში.
გიორგი სინაურიძის მოღვაწეობა, მართლაც რომ აღსანიშნავია, როდესაც მის გამოცდილებას დეტალურად გავეცანით. 2013 წლიდან, როდესაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში შეაბიჯა, დაიწყო მისი მუხლჩაუხრელი შრომა ჯანდაცვის სფეროში ცვლილებების შესატანად. სამედიცინო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის დასრულების შემდგომ, მან მალევე მიიღო ჯანდაცვის მაგისტრის აკადემიური წოდება და გააგრძელა მუშაობა სხვადასხვა თანამდებობაზე, როგორც საერთაშორისო, ასევე ლოკალურ ორგანიზაციებთან. ერთ-ერთი გამორჩეული სფერო კი მისი განმარტებით ტელემედიცინა აღმოჩნდა. რამდენიმე წელია,ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, გიორგი თავის უნარებსა და ცოდნას უძღვნიდა ტელემედიცინის პროექტის განვითარებას საქართველოში, ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, როგორიცაა გაერო, ჯანმო, ევროკავშირი და სხვა. პროექტის მთავარი მიზანი იყო ტელემედიცინის დანერგვა სოფლად, რომელიც ეხებოდა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კრიტიკულ საჭიროებას ტრადიციულად რთული პირობების მქონე რეგიონებში.
ექსკლუზიურ ინტერვიუში გიორგი გვიზიარებს თავის შეხედულებებს ტელემედიცინის შესახებ: „ეს არ არის მხოლოდ ტექნოლოგია; ეს არის უზრუნველყოფა იმისა, რომ ჯანდაცვამ მიაღწიოს ყველა კუთხეს, განსაკუთრებით შორეულ ადგილებში, სადაც წვდომა ჯანდაცვაზე შეზღუდულია. მომავლის ლიდერების სტიპენდია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ დიდი პატივი და დაფასება. ; ამით ორგანიზაცია აღიარებს სამედიცინო სფეროში საზღვრების გადალახვის მნიშვნელობას, და სამწუხაროდ ასეთი ორგანიზაციები არც თუ ისე ბევრია“.
სტიპენდიის მიღებას, თავისი ვალდებულებები მოყვება; 3 წლის განმავლობაში, მან უნდა ჩაატაროს კვლევა თუ რა განვითარება შეიძლება ჰპოვოს ტელემედიცინამ საქართველოში, რომელ რეგიონში არის მისი საჭიროება ყველაზე მეტად, რა პრობლემებს აწყდება მოსახლეობა, როდესაც საქმე ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას ეხება, არის თუ არა ექიმების მხრიდან მზაობა , რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სახელმწიფოს მხრიდან ტელემედიცინის განსავითარებლად, და სხვა.მისი სამწლიანი კვლევის გეგმა, რომელსაც მხარს უჭერს სტიპენდია, მის მოღვაწეობას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ეს გაფართოებული მრავალწლიანი სამუშაო არ იქნება მხოლოდ აკადემიური საქმიანობა; ეს არის ტელემედიცინის შესაძლებლობების აშკარა გამოკვეთა და მისი საზოგადოებისთვის წარდგენა.
გიორგის 3 წლიანი კვლევის შედეგები მნიშვნელოვანი იქნება არამარტო საქართველოსთვის, არამედ მას ექნება გლობალური მნიშვნელობა. 3 წლიანი კვლევის დასრულების შემდგომ, ორგანიზაცია ‘’მომავლის ლიდერები’’ გააგრძელებს მის მხარდაჭერას.კვლევის აღმოჩენები შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გაცდება საქართველოს ფარგლებს გარეთ და გამოქვეყნდება ისეთ სამეცნიერო ჟურნალებში, რომელსაც მთელი მსოფლიოს აკადემიური ნაწილი ადევნებს თვალს. ტელემედიცინა, როგორც მომავლის სამედიცინო ტექნოლოგია, აყალიბებს მას, როგორც მედია საშუალებების ინტერესის მქონე ფიგურას, რაც ხაზს უსვამს ტელემედიცინის მზარდ მნიშვნელობას გლობალური მასშტაბით და საქართველოს როლს ამ დიდი მნიშვნელობის პროექტში.
გიორგის ისტორია არ არის მხოლოდ ინდივიდუალური წარმატება; ის კიდევ ერთხელ ნათელს ჰფენს იმ პოტენციალს, რომელიც განათლებისა და ინოვაციის თანაკვეთისას ხდება. ის მაგალითია იმ ადამიანებისა, რომელებიც სხვების მხარდაჭერით ცდილობენ , ჩამოაყალიბონ ისეთი მომავალი, რომელშიც განათლება იქნება მნიშვნელოვანი, ინოვაცია გარდაუვალი და ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი.
ჩვენი გუნდი წარმატებას უსურვებს ორგანიზაცია ‘’მომავლის ლიდერებს’’ მის საქმიანობაში, ხოლო გიორგი სინაურიძეს კიდევ უფრო მეტი მწვერვალის დაპყრობაში.
R