ავტორი:

საახალწლო ფესტივალი დაიწყო! იპოვე პალიტრა L-ის სტენდი და აღმოაჩინე საუკეთესო საჩუქარი

საახალწლო ფესტივალი დაიწყო! იპოვე პალიტრა L-ის სტენდი და აღმოაჩინე საუკეთესო საჩუქარი

საახალწლო ფესტივალი „ბიბლუსი ჯგუფისგან“ უკვე დაიწყო! ფესტივალის გახსნას „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში დილიდან უამრავი ხალხი ელოდა. ადგილზე მისულ მომხმარებელს დახვდა ჯადოსნური საახალწლო გარემო, სადღესასწაულო განწყობა და ბევრი სიურპრიზი.

ფესტივალი საახალწლო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას და გრანდიოზულ აქციებს აერთიანებს. ერთ დიდ სივრცეში წარმოდგენილია: „ბიბლუსი“, „პეპელა“,“XS სათამაშოები“, „პალიტრა L”, “მინისო“, „კოსმო“, „ბადაგი“, „ჩიკორი“, „მულტი“, OLD SUPHRA, „ბაბალე“, „პრინტარეა“, „მანსარდი“, „ჩიკიტაი“ და „კესანე“. პარალელურად მიმდინარეობს გასართობი პროგრამა: თოვლის ბაბუა და გუნდა; დრამერები; ოჩოს ფეხები; პეპელასა და იქსესის მასკოტები; პონტოს გმირები’ ილუზიონისტი და სხვადასხვა მრავალფეროვანი აქტივობები.

„პალიტრა L”-ის სტენდთან დილიდან უამრავი სტუმარია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წიგნი საუკეთესო საჩუქარია ყველა ასაკის ადამიანისთვის. განსაკუთრებული გამოცემების გარდა, შეგიძლიათ შეიძინოთ სამი ტიპის Family Box-ი, Litbox-ი და Blind date.

Family box-ი არის სხვადასხვა ასაკზე გათვლილი წიგნებით გამზადებული სასაჩუქრე ყუთები, რომელიც კითხვას ოჯახის ნებისმიერი წევრისთვის დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევს. Family box-ები 10, 17 ან 23 წიგნისგან შედგება.

Litbox-ი კი წიგნებისა და საახალწლო საჩუქრების ნაკრებია, ხოლო Blind date ორიგინალურად შეფუთული წიგნებია, რომლებსაც მხოლოდ მინიშნებები აწერია.

მკითხველს ზუსტად არ ეცოდინება კონკრეტულად რომელი წიგნი შეხვდება. ბრმა ლიტერატურული პაემანი სიახლეების მაძიებელ და აღმოჩენების მოყვარულ მკითხველს დაუვიწყარ თავგადასავალს სთავაზობს.

ფასდაკლება სასაჩუქრე ბოქსებზე საახალწლო ფესტივალის გარდა, პალიტრა L-ის საიტზეც ვრცელდება.

ფესტივალის დასრულებამდე 3 დღე რჩება. იჩქარეთ, გაატაროთ სასიამოვნო დრო და საუკეთესო ფასად შეიძინოთ ყველაფერი, რაც ახალი წლის დღესასწაულისთვის გჭირდებათ!

R