ავტორი:

როგორ იცავდნენ პუტინს მოიერიშეები არაბეთში ვიზიტის დროს და რას ამბობენ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მფრინავები უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებზე?

როგორ იცავდნენ პუტინს მოიერიშეები არაბეთში ვიზიტის დროს და რას ამბობენ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მფრინავები უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებზე?

N1 ИЛ-96-300ПУ - თვითმფრინავი, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვია, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ოთხმა მოიერიშე სუ-35-მა გააცილა.

რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებში სუ-35, სუ-57-ის შემდეგ, ყველაზე ახალი და რუსული რეალობიდან გამომდინარე, თანამედროვე ტექნოლოგიებით არის გამორჩეული.

  • რისთვის იყვნენ ეს მძიმეწონოსნები საჭირო და რა მიზანი ჰქონდათ მათ?

სუ-35-ები, რომლებიც პრეზიდენტს აცილებდნენ, აღჭურვილი იყო Р-73 და Р-77 "ჰაერი-ჰაერი“ კლასის რაკეტებით. აღსანიშნავია, რომ მოიერიშეებით პრეზიდენტებს იშვიათად აცილებენ, თუმცა არსებობს ასეთი შემთხვევები და პუტინი არ არის ერთადერთი, რომელსაც ასეთი პატივით ან აცილებენ, ან ეგებებიან.

2021 წელს, ჟენევაში ვიზიტის დროს, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის "ბორტ ნომერ ერთს“ შვეიცარიული გამანადგურებლები "პატივისცემის ნიშნად“ შეეგებნენ.

2017 წელს სამხედრო ავიაციამ პუტინის ლაინერი სირიიდან ეგვიპტის გზაზე გააცილა.

  • რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების პილოტები აღნიშნავენ, რომ მათი მიზანი პრეზიდენტის ბორტის დაცვა იყო.

"არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი - უსაფრთხო ქვეყნები არიან, თუმცა ზოგადად, რთული და არაპროგნოზირებადი რეგიონია, ამიტომ, უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველა ზომა იყო მიღებული“, - ახსნა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

  • როგორ იცავენ სამხედრო პილოტები პირველ ბორტს?

შეტევის შემთხვევაში, თვითონ ბორტი ნ1 "ახშობს“ რაკეტებს და რადიო-ელექტრონული ბრძოლის მექანიზმებით მათ ირიდებს, ასევე გამოიყენება სითბური მახეები.

საბრძოლო თვითმფრინავებიც იმავეს აკეთებენ. გარდა ამისა, სუ-35 "საცეცხლე მეთოდებით“ გადაიტაცებენ რაკეტებს, ჩამოაგდებენ დრონებს, ან მოწინააღმდეგის გამანადგურებლებს.

საჭიროების შემთხვევაში, მათ საკუთარი თვითმფრინავის გადაფარებით შეუძლიათ დაიცვან ბორტი ნ1. ასევე, სუ-35-ები პრეზიდენტის თვითმფრინავს მოწინააღმდეგის გამანადგურებლებისგან იმ შემთხვევაშიც იცავენ, თუკი ისინი დაფრენას აიძულებენ, ან "აგრესიულად იმოქმედებენ სხვადასხვა მეთოდებით“.

  • დასავლურ მედიაში პუტინის ვიზიტი განხილვის მთავარ თემად იქცა. ასევე იწერებოდა, რომ რუსეთის პრეზიდენტს "შეიხების შეიხივით“ დახვდნენ, შეეგებნენ როგორც "სულთანს“.

აღსანიშნავია, რომ სამხედრო ავიაციის ფრენა იმ სახელმწიფოებთანაც იყო შეთანხმებული, რომლებზეც მარშრუტი გადიოდა. მათ კრემლს თანხმობა განუცხადეს, რისთვისაც რუსულმა მხარემ მადლობა გადაუხადა.

  • ავვტორი: ანრი კურტანიძე