ავტორი:

"ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამის დაწერა მომიწევდა... პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ" - რას წერს ბაბი კირკიტაძე

"ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამის დაწერა მომიწევდა... პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ" - რას წერს ბაბი კირკიტაძე

მომღერალ ბაბი კირკიტაძის შესახებ ბოლო დღეებია სოციალურ ქსელებში განხილვა არ წყდება. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ვიდეო კადრებმა ფილარმონიის საკონცერტო დარბაზიდან. ვიდეოზე ჩანს ბაბის ერთგვარი აკრობატული მუსიკალური ნომერი.

ამ კადრების გავრცელების შემდეგ ბაბი კირკიტაის მიმართ არაერთი კრიტიკული კომენტარი დაიწერა, მაგრამ ამავდროულად, ბევრს ეს ნომერი მოეწონა და კრიტიკოსებისგან მომღერლის დაცვა სცადეს.

ამჯერად ბაბი "ფეისბუქის" გვერდზე წერს როგორ თვითონ აღნიშნავს, მის შესახებ გავრცელებული ცილისმწამებლური ვიდეოს შესახებ:

"ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამის დაწერა მომიწევდა, მაგრამ როგორც ჩანს ადამიანების ბოროტებას საზღვარი არ აქვს !!!

პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამმონტაჟებელსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც ამ ცილისწამებისთვის! ვერც ჩურჩულით დადებული ხმა გიშველით და ვერც შუაში “სპიშკით” გადაფარული და დამონტაჟებული საზიზღრობა ფეიკით შემაშინებთ ..!!!

ყველასთვის გასაგები რომ იყოს: ჭორებით, დაცინვით და ათასი საშინელებით რომ ვერაფერი მიქნეს, ახლა ისეთ ამაზრზენ ვიდეომონტაჟს ავცელებენ ჩემზე ჩათებში, პორნოსაიტებზეც რომ აღარ დებენ.

მე ამასაც გავუძლებ, ამასაც რაღაცნაირად გადავიტან.იმ საზიზღრობის შემქმნელებს და გამავრცელებლებს რაც შეეხებათ, ისინი მთელი თავისი ცხოვრება თავისივე ბოროტებაში და ბოღმაში ჩაიხრჩობიან.აუცილებლად შევიტან სარჩელს და მანამ არ გავჩერდები, სანამ ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს !" - წერს ბაბი კირკიტაძე.