ავტორი:

ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიას აფუძნებს

ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიას აფუძნებს

ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიას აფუძნებს. მელიას თქმით, ახალი პარტია გონივრულ ვადაში დაფუძნდება, რაზეც მუშაობა ხვალიდან დაიწყება.

მელიას თქმით, პარტია ძალიან ბევრს გააკეთებს ქართული დემოკრატიისთვის.

"დაფუძნდება ძალიან მალე, გონივრულ ვადაში. ჩვენ ხვალიდან დავიწყებთ ამ საკითხზე მუშაობას, შესაბამის პერიოდში დაფუძნდება", - განაცხადა ნიკა მელიამ „მთავარ არხთან“ .

მანამდე, ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ განაცხადა.

"მაშასადამე, მივდივარ? დიახ, მივდივარ წინ მომავლისკენ და წარსულს ვტოვებ წარსულში”, - განაცხადა მელიამ ბრიფინგზე.