ავტორი:

"ბევრს ვმუშაობთ პარტნიორებთან საქართველოს საკეთილდღეოდ, რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ვზრდით მეგობრების წრეს" - ხაბეიშვილი

"ბევრს ვმუშაობთ პარტნიორებთან საქართველოს საკეთილდღეოდ, რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ვზრდით მეგობრების წრეს" - ხაბეიშვილი

40 წლის წინ, რონალდ რეიგანმა და მარგარეტ ტეტჩერმა საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი დააფუძნეს IDU – "კონსერვატიული და მემარჯვენე ცენტრისტული პარტიების გლობალური გაერთიანება“. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 80-მდე პოლიტიკური პარტიაა გაწევრიანებული და მათ შორის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, - წერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ლევან ხაბეიშვილი აღნიშნავს, "ნაციონალური მოძრაობა“ პარტნიორებთან ერთად, საქართველოს საკეთილდღეოდ ბევრს მუშაობს და რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ მეგობრების წრეს ზრდის.

"40 წლის წინ, რონალდ რეიგანმა და მარგარეტ ტეტჩერმა საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი IDU - კონსერვატიული და მემარჯვენე ცენტრისტული პარტიების გლობალური გაერთიანება დააფუძნეს.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 80 - ამდე პოლიტიკური პარტიაა გაწევრიანებული და მათ შორის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

ვაშინგტონში გამართულ პოლიტიკური პარტიების ყველაზე დიდ ფორუმზე, განსახილველ საკითხებს შორის იყო მსოფლიოს უსაფრთხოება, საბაზრო ეკონომიკა, დემოკრატიის განვითარება, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, ავტორიტარიზმების დასრულების მნიშვნელობა - მთავარი მიზანი დემოკრატიული, მემარჯვენე ცენტრისტული, კონსერვატიული პარტიების გაძლიერება, მხარდაჭერაა ამ საკითხების მოსაგვარებლად და გადასაწყვეტად.

ფორუმის ფარგლებში, შესაძლებლობა გვქონდა გავსაუბრებოდით და ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის მნიშვნელოვანი თემები გაგვეზიარებინა ამერიკელი სენატორებისთვის, კონგრესმენებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე პრეზიდენტისთვის, ლიდერობის ინსტიტუტის საერთაშორისო პროგრამების დირექტორისთვის და IDU პრეზიდენტისთვის. ასევე, გვქონდა შესაძლებლობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, ევროპიდან პარტნიორი პარტიების ლიდერებთან საქმიანი კომუნიკაცია გვქონოდა.

ძალიან ბევრს ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან საქართველოს საკეთილდღეოდ, რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ვზრდით მეგობრების წრეს.

მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით, ქართველი ხალხის ჩართულობითა და მონაწილეობით აუცილებლად გავიმარჯვებთ!“ - წერს ლევან ხაბეიშვილი.