ავტორი:

ქალებსა და პორნო საიტებზე დახარჯული 800 000 დოლარი, გართობა, ნარკოტიკები... - ჯო ბაიდენის ვაჟის მდიდრული ცხოვრება და სკანდალი: რატომ ემუქრება პრეზიდენტის შვილს 17-წლიანი პატიმრობა?

ქალებსა და პორნო საიტებზე დახარჯული 800 000 დოლარი, გართობა, ნარკოტიკები... - ჯო ბაიდენის ვაჟის მდიდრული ცხოვრება და სკანდალი: რატომ ემუქრება პრეზიდენტის შვილს 17-წლიანი პატიმრობა?

ჰანტერ ბაიდენს წაყენებული 9 ბრალდებისთვის 17-წლიანი პატიმრობა ემუქრება. აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის 53 წლის ვაჟს პროკურატურა საშემოსავლო გადასახადებისგან თავის არიდებაში ადანაშაულებს. ამას ერთვის მისი კომპანიის, Owasco, PC-ისა და თავისივე კორპორატიული საშემოსავლო გადასახადისთვის წარდგენილი ყალბი დეკლარაციებიც.

"ბრალდებული ჩართული იყო ოთხწლიან სქემაში, რათა თავი აერიდებინა ფედერალური გადასახადების გადახდისგან, რომელიც მას 2016-2019 წლებში ემართა",- წერს სპეციალური პროკურორი დევიდ ვაისი 56-გვერდიან ბრალდებაში.

"სქემის გასაგრძელებლად, ბაიდენმა საკუთარი კომპანიიდან მილიონები გაიტანა, რომელიც ექსტრავაგანტული ცხოვრების წესზე დახარჯა, იმის ნაცვლად, რომ გადასახადები გადაეხადა. ბაიდენმა ფული დახარჯა ნარკოტიკებზე, ესკორტებზე და შეყვარებულ გოგონებზე, ძვირადღირებულ სასტუმროებსა და გასაქირავებელ კერძო საკუთრებებზე, ეგზოტიკურ მანქანებზე, ტანსაცმელსა და პირადი მოხმარების სხვა ნივთებზე, მოკლედ, ყველაფერზე, გადასახადების გარდა",- ნათქვამია საბრალდებო დასკვნაში.

"ბაიდენს, პარტნიორ ქალებსა და პორნო საიტებზე, ჯამში, 800 000 დოლარზე მეტი აქვს დახარჯული",- დასძენს გამომძიებელი.

ქვეყნის პირველი პირის ვაჟს იარაღის უკანონოდ შეძენასა და შენახვაშიც ედება ბრალი.

ჰანტერ ბაიდენმა ყველა ბრალდება უარყო და თავი უდანაშაულოდ ცნო, თუმცა მხოლოდ იარაღის შეძენა-შენახვისთვის, მას მაქსიმუმ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ჰანტერ ბაიდენის ხარჯები:

ბანკომატიდან 1,64 მილიონი დოლარის გატანა;

$683,212 "სხვადასხვა ქალებისთვის გადახდები";

$397,530 ტანსაცმელი და აქსესუარები;

$309,277 სწავლა-განათლებაზე;

$237,496 ჯანმრთელობის, სილამაზის და ფარმაციის პროდუქტებზე;

$236,634 სხვადასხვა საცალო შესყიდვებზე;

$214,923 საკვებზე, სასურსათო მაღაზიებსა და რესტორნებზე;

$188,960 პორნო საიტებზე;

$71,869 ნარკომანიისა და ალკოჰოლდამოკიდებულების რეაბილიტაციის კლინიკაში;

$42,856 სახლის გაუმჯობესებაზე;

$24,445 გართობაზე;

$23,567 სპორტსა და დასვენებაზე.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა