ავტორი:

"მათთვის, ვისთვისაც შობის დღესასწაული განსაკუთრებულია, საქართველო და მისი დედაქალაქი ნომერ პირველი ადგილი უნდა იყოს" - CNN

"მათთვის, ვისთვისაც შობის დღესასწაული განსაკუთრებულია, საქართველო და მისი დედაქალაქი ნომერ პირველი ადგილი უნდა იყოს" - CNN

CNN-მა ევროპის იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც მოგზაურობა საახალწლო პერიოდში განსაკუთრებით ჯადოსნურია. ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოც მოხვდა - სტატიაში საუბარია თბილისზე, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო ადგილზე ახალი წლის დღეებში მოსანახულებლად. გამოცემა წერს მთავარ ნაძვის ხეზე, საახალწლო სოფელსა და ლამაზად განათებულ ქალაქზე.

"მათთვის, ვისთვისაც შობის დღესასწაული განსაკუთრებულია, საქართველო და მისი დედაქალაქი თბილისი, ნომერ პირველი სადღესასწაულო ადგილი უნდა იყოს.

ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ შობა 7 იანვარს მოდის და არა 25 დეკემბერს. მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულები ახალ წელსაც გრძელდება, აქ ზეიმის მთავარი დღე 31 დეკემბერია - ამ დროს ქალაქს ფეიერვერკი ანათებს.

რუსთაველის გამზირზე, ძველი პარლამენტის შენობის წინ, საახალწლო ხე, ახლომდებარე საშობაო სოფლები და ბაზრები თბილისის სხვა სადღესასწაულო ღირსშესანიშნაობებს შორისაა" - ვკითხულობთ სტატიაში.

საქართველოს გარდა, სტატიაში ნახსენებია ავსტრია, ნორვეგია, გერმანია, ბელგია და შვედეთი.