ავტორი:

სულ მცირე 4 მიზეზი, თუ რატომ უნდა მიხვიდეთ "ბიბლუსის საახალწლო ფესტივალზე"

სულ მცირე 4 მიზეზი, თუ რატომ უნდა მიხვიდეთ "ბიბლუსის საახალწლო ფესტივალზე"

ახლა განსაკუთრებული დროა, როდესაც საახალწლოდ მორთულ გარემოში ყოფნა საოცარი შეგრძნებებით გვავსებს და გვახარებს. როცა ჩვენს ცხოვრებაში ჯადოსნური ემოციების შეტანა გვინდება, ერთ-ერთი შესანიშნავი ვარიანტი საახალწლო ფესტივალის მონახულებაა. მანამ, სანამ თბილისის ქუჩები საახალწლოდ მოირთვება, თქვენს საახალწლო განწყობაზე „ბიბლუსის საახალწლო ფესტივალი“ იზრუნებს, რომელიც 7-დან 10 დეკემბრამდე, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში იმართება.

გაინტერესებთ, რატომ უნდა ეწვიოთ საახალწლო ფესტივალს? - ჩვენ სულ მცირე ოთხ მიზეზს დაგისახელებთ, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ „ბიბლუსის“ საახალწლო ფესტივალზე წასვლა საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება!

1. ყველაფერი ერთ სივრცეში, რაც საახალწლოდ გჭირდებათ

„ბიბლუსის“ ფესტივალი - საახალწლო ბაზრობაა, გრანდიოზული ფასდაკლებებითა და განსაკუთრებული შეთავაზებებით. სხვადასხვა ფერებად დაყოფილ სივრცეებში, თქვენ დაგხვდებათ ნაძვის ხეები; ყველაზე ბრჭყვიალა და ფერადი ნაძვის ხის სათამაშოები; განათებები; საახალწლო აქსესუარები, საჩუქრები და სათამაშოები;წიგნები, ტკბილეულისა და სასმელების მრავალფეროვანი არჩევანი. თქვენ შეძლებთ საუკეთესო ფასად, ერთ სივრცეში შეიძინოთ ყველაფერი, რაც საახალწლოდ გჭირდებათ: ფესტივალში მონაწილეობენ კომპანიები: „ბიბლუსი“, „პეპელა“, “XS სათამაშოები“, „პალიტრა L”, “მინისო“, „კოსმო“, „ბადაგი“, „ჩიკორი“, „მულტი“, OLD SUPHRA, „ბაბალე“, „პრინტარეა“, „მანსარდი“, „ჩიკიტაი“ და „კესანე“.

2. სიხარულისა და განსაკუთრებული ემოციების ატმოსფერო

საახალწლო სამზადისი თავისთავად ენით აღუწერელ ატმოსფეროს ქმნის. საახალწლო ფესტივალზე ყველაზე მკაფიოდ შეიგრძნობთ ამ ჯადოსნურ მომენტს. დეკორაციებიდან და მსუბუქი ინსტალაციებიდან დაწყებული, მუსიკით და გართობით დამთავრებული, ყველაფერი სადღესასწაულო განწყობის შექმნისთვისაა მიმართული.

ფესტივალზე მისულ სტუმრებს განსაკუთრებული ფასდაკლებებისა და აქციების პარალელურად, მხიარული გასართობი პროგრამაც ელოდება. ღონისძიებაზე გელოდებათ: თოვლის ბაბუ და გუნდა, დრამერები, ოჩოს ფეხები, პეპელასა და იქსესის მასკოტები, პონტოს გმირები, ილუზიონისტი, სახის მოხატვისა და კრაფტის აქტივობები, ფლეიდოჰის აქტივობა, გორის ქალთა და ბავშვთა გუნდები, ფაზლების შეჯიბრი , ჟოზეს პრეზენტაცია და სხვა მრავალფეროვანი აქტივობები.

3. სიურპრიზები და გრანდიოზული აქციები

ამ სადღესასწაულო ღონისძიების მონახულებით, თქვენ ხსნით კარს ჯადოსნურსამყაროში. ადგილზე წარმოდგენილი კომპანიები მზად არიან გაახარონ თავიანთი სტუმრები განსაკუთრებული სიურპრიზებით.

„ბიბლუსი ჯგუფი“, გიწვევთ ისარგებლოთ 40%-იანი ფასდაკლებით პროდუქციის მთელ ასორტიმენტზე „ბიბლუსის“, „პეპელას“ და „XS სათამაშოების“ ბრენდებისგან. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის: TBC Visa ბარათით გადახდისას, თქვენ მომენტალურად დაიბრუნებთ თანხის 30%-ს ქეშბექის სახით..

მაქსიმალური ქეშბექი თითოეულ კომპანიაზე 500 ლარია. ამრიგად, ყველა მომხმარებელს, რომელიც ირჩევს პროდუქტს ბიბლუსში, პეპელასა და XS სათამაშოებში, სამივე ბრენდიდან, შეუძლია დაიბრუნოს ჯამში 1500 ლარამდე, ქეშბექის სახით და შექმნას საკუთარი სადღესასწაულო კოლექცია.

განსაკუთრებული შეთავაზებები აქვთ ფესტივალში მონაწილე სხვა კომპანიებსაც.

4. შესანიშნავი ფოტოები და მოგონებები

ფესტივალები ხშირად გვთავაზობენ საოცარ დეკორაციებსა და ინსტალაციას, რაც შესანიშნავ ფონს ქმნის ფოტოების გადასაღებად. არც „ბიბლუსის“ საახალწლო ფესტივალია გამონაკლისი. ეს არის არა მხოლოდ განსაკუთრებული მომენტების დაფიქსირების შესაძლებლობა, არამედ ლამაზი მოგონებების შექმნა, რომელთა გაზიარებაც შესაძლებელია მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. ულამაზესი დეკორაციები, ფერადი სივრცეები, სადღესასწაულო განათება ... ლამაზი მომენტების აღბეჭდვაში დაგეხმარებათ.

შეგახსენებთ, რომ „ბიბლუსის საახალწლო ფესტივალი“ 7-10 დეკემბერს „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, 11:00 საათიდან 22:00 საათამდე გაიმართება. ფესტივალის გენერალური სპონსორი და წარმდგენი არის თიბისი და Visa.

#ბიბლუსი #ბიბლუსიჯგუფი #თიბისი #Visa #ბიბლუსისსაახალწლოფესტივალი

R