ავტორი:

ყველაზე ხშირად რამდენ ხანში"კვდებიან" იმპერიები - რა დაადგინეს მეცნიერებმა?

ყველაზე ხშირად რამდენ ხანში"კვდებიან" იმპერიები - რა დაადგინეს მეცნიერებმა?

გვალვამ, სხვა ბუნებრივმა თუ ანთროპოგენურმა კატასტროფებმა შესაძლოა ხელი შეუწყოს საზოგადოებებისა თუ ქვეყნების არსებობის დასასრულს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი უფრო ის მიზეზია, რაც ამ დასასრულს აჩქარებს.

"მოგეხსენებათ, ასაკთან ერთად, ადამიანის ჯანმრთელობა უარესდება, რაც საბოლოო ჯამში, მის სიკვდილს იწვევს. მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი ვაგენინგენის (ნიდერლანდები), კემბრიჯის, ექსეტერის (დიდი ბრიტანეთი) და ვაშინგტონის (აშშ) უნივერსიტეტებიდან მივიდა დასკვნამდე, რომ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს არა მხოლოდ ინდივიდების, არამედ მთელ საზოგადოებების შემთხვევაშიც", - წერს PNAS.

ამრიგად, მეცნიერებმა აღმოაჩინეს სახელმწიფოებისთვის "საშიში ასაკი", როდესაც ისინი მსოფლიო რუკიდან გაქრობის რისკის ქვეშ არიან. რატომ წარმოიქმნება ძლიერი იმპერიები და შემდეგ მოულოდნელად იშლება? როგორია იმპერიების ან ცალკეული საზოგადოებების დაშლის მაგალითები, როდესაც ისინი განსაკუთრებით დაუცველი ხდებიან კატაკლიზმების მიმართ?

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამისთვის მრავალი მიზეზი არსებობს - გვალვებითა და მიწისძვრებით დაწყებული, ხანგრძლივ ომებამდე, მაგრამ ყველა მათგანი არ აკმაყოფილებს ისტორიკოსებს. ხანდახან ჩანს, რომ სახელმწიფოს დასასრულის ობიექტური მიზეზები არ არსებობს.

”ჩვენ ხშირად ვამახვილებთ ყურადღებას გარე ფაქტორებზე, როგორიცაა ბუნებრივი ან ადამიანური კატასტროფები. მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ საზოგადოებებისა და ქვეყნების დასასრულზე, მაგრამ ხშირად ისინი,უბრალოდ, მოქმედებენ. როგორც გამომწვევი და წამახალისებელი ფაქტორები”, - აღნიშნა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორმა ტიმ კოლერმა.

მეცნიერებმა გააანალიზეს 324 უძველესი სახელმწიფოს ისტორია ხუთი ათასი წლის განმავლობაში. როგორც წესი, ეს მიდგომა გამოიყენება ადამიანების სიკვდილის რისკის შესასწავლად, მაგრამ, მეცნიერთა აზრით, აქამდე არავის უცდია კონკრეტული საზოგადოების სიკვდილის ალბათობის კვლევა. დადგინდა, რომ სახელმწიფოების, მით უფრო იმპერების სიკვდილის რისკი მკვეთრად იზრდება მათი ჩამოყალიბებიდან პირველი ორი საუკუნის განმავლობაში და შემდეგ იკლებს, რაც ზოგიერთ საზოგადოებას საშუალებას აძლევს იარსებოს ბევრად უფრო დიდხანს, ვიდრე - სხვებმა.

ეს კანონზომიერება ახასიათებს მთელ მსოფლიოს - თანამედროვე ეპოქის ევროპული საზოგადოებებიდან, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ადრეულ ცივილიზაციებამდე, ასევე ჩინეთის დინასტიებამდე. მაგალითად, ჩინეთის უძველესი დინასტიები გაგრძელდა დაახლოებით 300 წლის განმავლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე საზოგადოებები ძალიან განსხვავდებიან უძველესი საზოგადოებებისგან, მკვლევრები მიიჩნევენ, რომ არ არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ისინი არ ექვემდებარებიან იმ მექანიზმებს, რომლებმაც მიიყვანა სახელმწიფოები როგორც ზრდამდე, ისე დაცემამდე საუკუნეების განმავლობაში - იგივე პროცესებმა, რამაც ძველ საზოგადოებებში დესტაბილიზაცია გამოიწვია, როგორიც არის: სოციალური უსამართლობა, მოსახლეობის შემცირება, ექსტრემალური კლიმატური გამოწვევები, დღესაც შეიძლება გამოიწვიოს უკმაყოფილება და ძალადობა და თანამედროვე იმპერიების დამხობა.