ავტორი:

მატყლის ბიზნესი, მოგება სამეფო ქონებიდან და მანქანების კოლექცია - როგორ გამოიმუშავებს და რაში ხარჯავს ფულს უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი?

მატყლის ბიზნესი, მოგება სამეფო ქონებიდან და მანქანების კოლექცია - როგორ გამოიმუშავებს და რაში ხარჯავს ფულს უელსის პრინცესა ქეით მიდლტონი?

კეთრინ მიდლტონის ცხოვრება არაფრით ჩამოუვარდება თანამედროვე ზღაპარს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს პრინც უილიამთან ქორწინებამდე მას "უბრალო ადამიანად“ მოიხსენიებდნენ, ქეითი საკმაოდ მდიდარი ოჯახიდან მოდის.

იულიამთან ქორწინების შედეგად ის სამეფო ოჯახის წევრი გახდა. ქეითი ახლა უკვე უელსის პრინცესა და გაერთიანებული სამეფოს მომავალი დედოფალია.

ქეით მიდლტონის წინაპრები მე-18 საუკუნიდან მატყლის წარმოებით იყვნენ დაკავებულები. მატყლის ბიზნესიდან მიღებული ფული თაობიდან თაობას გადაეცემა, მიდლტონის კლანი წლების განმავლობაში ინარჩუნებს მომგებიანი ბიზნესის მფლობელთა სტატუსს.

გარდა ამისა, ქეითის მამამ, მაიკლ მიდლტონმა British Airways-ში მფრინავის წარმატებული კარიერა შეიქმნა.

ქეითის დედას - კეროლს, უფრო მოკრძალებული წარმოშობა აქვს. მისი ფესვები მაღაროელების ოჯახიდან მოდის. იგი ორსულობის გვიან ეტაპებამდე ბორტგამცილებლად მუშაობდა.

  • პრესტიჟული განათლება

რომ არა კეროლსა და მაიკლ მიდლტონის გადაწყვეტილება, თავიანთი შვილების განათლებაში ათასობით ფუნტის ინვესტიცია ჩაედოთ, შესაძლოა, ქეითი პრინც უილიამს არასდროს შეხვედროდა.

ქეითი ოთხი წლის იყო, როდესაც ბერკშირში, “წმინდა ენდრიუს სკოლაში“ ჩაირიცხა. გადასახადი წლიურად 21,000 აშშ დოლარი იყო. შემდეგ ის 67,000 დოლარად ღირებულ მარლბოროს კოლეჯში გადავიდა, მოგვიანებით კი შოტლანდიის პრესტიჟულ სენტ ენდრიუს უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, სადაც პრინცი გაიცნო. გააგრძელეთ კითხვა