ავტორი:

"დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი, ეს არის "კვარას" მხრიდან უხეში შეცდომა" - "ნაპოლის" მარცხი "იუვესთან" და კრიტიკა გულშემატკივრისგან

"დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი, ეს არის "კვარას" მხრიდან  უხეში შეცდომა" - "ნაპოლის" მარცხი "იუვესთან" და კრიტიკა გულშემატკივრისგან

იტალიის ჩემპიონატის მე-15 ტურში ტურინის "იუვენტუსმა" ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" უმასპინძლა და გაიმარჯვა ანგარიშით 1:0.

"იუვემ" ბოლო 7 მატჩიდან 6 მოიგო და ყველა ერთბურთიანი სხვაობით.

ნეაპოლური გუნდი ასეთი სასტარტო შემადგენლობით გავიდა მოედანზე:

• მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, ნატანი, ანგისა, ლობოტკა, ზილენსკი, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი

პირველი ტაიმი "ნაპოლიმ' აქტიურად დაიწყო და პირველივე წუთებიდან ჰქონდა ანგარიშის გახსნის შანსი, თუმცა მეკარემ მოახერხა ბურთის მოგერიება. შეიძლება ითქვას, რომ ნეაპოლელები მე-18 წუთამდე სრულად დომინირებდნენ მოედანზე, ბევრს უტევდნენ და გოლის გატანის კიდევ ერთი რეალური მომენტი ჰქონდათ, თუმცა უშედეგოდ. "იუვენტუსმა" საკუთარ სტილში დაუთმო თამაში მეტოქეს და მის კონტრშეტევებზე დაჭერას ცდილობდა, რამდენიმე ძალიან მწვავე შეტევაც გამოუვიდათ. ხვიჩას როგორც აქამდეც გვინახავს, მჭიდროდ მეურვეობდნენ და მის შესაჩერებლად წესების დარღვევასაც არ ერიდებოდნენ. 27-ე წუთზე ჩვენებურს ოსიმენის პასის შემდეგ გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმული არაზუსტი გამოდგა. ტაიმის მიწურულს, დამატებით წუთზე "კვარას" ნერვებმა უმტყუნა მას მერე, რაც გატი ეუხეშა, გაბრაზებულმა ქართველმა მას ბურთი ზურგში ესროლა, შედეგად კი არასპორტული საქციელისთვის ყვითელი ბარათი მიიღო.

"კვარას" აკრიტიკებს ნაპოლის გულშემატკივარი. ერთ-ერთი მათგანი x-ზე წერს:

"უხერხული სიმართლე: დაარქვით ყველაფერს თავისი სახელი, ეს არის "კვარას" მხრიდან უხეში შეცდომა, თუმცა ვფიქრობ, რომ სჩესნი გამოიქცა და დაიკავა კარგი კუთხე დარტყმამდე..."

Call it what it is, it's a big miss from Kvara - though I think Szczesny rushed out and took a good angle ahead of the attempt.

Tek had to be big in the first half and he was.
pic.twitter.com/KQruVEMDJb
— Inconvenient Truth (@ITruth98) December 8, 2023

მეორე ტაიმი უკვე "იუვენტუსის" აქტიურობით დაიწყო და შედეგიანადაც. 51-ე წუთზე მერეტის კარში თავური დარტყმით ფედერიკო გატიმ გაიტანა და გახსნა ანგარიში.

ამის შემდეგ მატჩი ორმხრივი შეტევებით წარიმართა, თუმცა უშედეგოდ. ხვიჩა კვარაცხელია 85-ე წუთზე სიმეონემ შეცვალა, თუმცა ამით არაფერი შეცვლილა. "ინტერთან" მარცხის შემდეგ, "ნაპოლიმ" მატჩი "იუვესთანაც" დათმო.

"ნაპოლი“ 24 ქულით ჯერჯერობით მეხუთე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 13 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე „ბრაგასთან“ გამართავს.