ავტორი:

ისრაელმა ღაზაში სატანკო შეტევა განაახლა: მიმდინარეობს ინტენსიური ბრძოლები - მთავარ სამიზნედ ხან იუნისი რჩება

ისრაელმა ღაზაში სატანკო შეტევა განაახლა: მიმდინარეობს ინტენსიური ბრძოლები - მთავარ სამიზნედ ხან იუნისი რჩება

ღაზის სექტორში ისრაელის არმიასა და "ჰამასს" შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება - ღაზის ჩრდილოეთით ისრაელმა სატანკო შეტევა განაახლა, ხოლო სამხრეთში ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს. მთავარ სამიზნედ ხან იუნისი რჩება - ისრაელის ხელისუფლების თქმით, სწორედ აქ იმალებიან "ჰამასის" ლიდერები.

გუშინ ღამით, "ჰამასმა" გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ნათქვამია, რომ მძევლების გათავისუფლების ოპერაცია ისრაელისთვის წარუმატებლად დასრულდა. ვიდეოს ბოლო კადრში სისხლიანი სხეული იყო ნაჩვენები, რომელიც სავარაუდოდ, ტყვედ აყვანილი ისრაელელი ჯარისკაცია.

ისრაელის არმიის სპიკერმა განაცხადა, რომ "ჰამასი" "ფსიქოლოგიურ ომს" აწარმოებს. მანვე დაადასტურა, რომ მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს, ორი ჯარისკაცი მძიმედ დაიჭრა.