ავტორი:

დაკარგული 27 წლის ნოდარ ლებანიძე იპოვეს

დაკარგული 27 წლის ნოდარ ლებანიძე იპოვეს

თბილისში დაკარგული 27 წლის ნოდარ ლებანიძე იპოვეს. ინფორმაცია AMBEBI.GE-ს მისმა დამ დაუდასტურა. როგორც ქეთი ლებანიძემ გვითხრა, მას ძმა დაეკონტაქტა, კარგად არის და სახლშიც მალე დაბრუნდება.

ნოდარ ლებანიძე სახლიდან ორი დღის წინ გავიდა და ოჯახს წერილი დაუტოვა. ამის შემდეგ მის სამძებრო სამუშაოებში პოლიციაც ჩაერთო.