ავტორი:

სკანდალი ესპანეთის სამეფო ოჯახში და დედოფლის საიდუმლო რომანი ყოფილ სიძესთან - "ლეტიცია ქორწინების წინა ღამეს დამიკავშირდა და მთხოვა, არასოდეს მიმეტოვებინა"

სკანდალი ესპანეთის სამეფო ოჯახში და დედოფლის საიდუმლო რომანი ყოფილ სიძესთან - "ლეტიცია ქორწინების წინა ღამეს დამიკავშირდა და მთხოვა, არასოდეს მიმეტოვებინა"

ესპანეთის სამეფო ოჯახი სკანდალში გაეხვა - ხაიმე დელ ბურგო ამტკიცებს, რომ დედოფალ ლეტიციასთან რომანი ჰქონდა. დელ ბურგო დედოფლის ყოფილი სიძეა, იგი 2012-2014 წელებში ლეტიციას დაზე, ტელმა ორტიზზე იყო დაქორწინებული. მამაკაცის მტკიცებით, მათი რომანტიკული ურთიერთობა ლეტიციას მეფე ფილიპესთან ქორწინების შემდეგაც გაგრძელდა.

სკანდალური რომანის დეტალები წიგნის "ლეტიცია და მე" გამოსვლის შემდეგ გახდა ცნობილი, რომლის ავტორიც ჟურნალისტი ხაიმე პენაფიელეა.

წიგნში დელ ბურგო ჰყვება, რომ დედოფალი ლეტიცია მას ქორწინების წინა ღამეს დაუკავშირდა და მადრიდის რესტორან El Latigazo-ში შეხვდა. დელ ბურგოს თქმით, დედოფალმა შეხვედრა თხოვნით დაასრულა: "არასოდეს მიმატოვო".

თავისი განცხადებების დასასაბუთებლად, დელ ბურგომ გააზიარა ლეტიციას სელფი. ფოტოზე გამოსახულია ლეტიცია შავი შარფით, რომელიც მას ხაიმემ აჩუქა. დელ ბურგოს მტკიცებით, დედოფალმა მას ფოტოსთან ერთად შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ეწერა: "სიყვარულო, შენი ნაჩუქარი შარფი მიკეთია. ასე მგონია, რომ ჩემთან ხარ. ასე თავს დაცულად ვგრძნობ, ის ზრუნავს ჩემზე. საათებს ვითვლი, სანამ ისევ გნახავ, მიყვარხარ“.

დელ ბურგოს მტკიცებით, მათი რომანი 2011 წლამდე გაგრძელდა. ურთიერთობა ლეტიციას ინიციატივით დასრულდა. ამის შემდეგ, ხაიმემ რომანი დედოფლის დასთან, ტელმა ორტეზთან გააბა და 2012 წელს მასზე იქორწინა.

"როდესაც სტუმრებმა მოგვილოცეს, ლეტიციას ჯერი მოვიდა. მან ლოყაზე მაკოცა და ყურში ჩამჩურჩულა: "ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით" - ამბობს დელ ბურგო.

ამ ბრალდებებს ესპანეთში არაერთგვაროვანი ემოციები მოჰყვა. მემარცხენე, ანტი-მონარქისტული ჯგუფების წარმომადგენლებმა დაგმეს დელ ბურგოს ბრალდებები. კაროლინა ალონსომ, ანტი-მონარქისტული ჯგუფიდან, Unidas Podemos, დე ბურგო განცხადებას „დედოფლის კონფიდენციალურობაზე სექსისტური თავდასხმა“ უწოდა - „ეს დანაშაული მთლიანად პატრიარქატს ემყარება. ლეტიცია მსხვერპლია“ - ამბობს კაროლინა ალონსო.

მიუხედავად ამ სენსაციური ბრალდებებისა, ესპანეთის სამეფო ოჯახს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

წყარო