ავტორი:

უკრაინელი მსახიობი ოკუპანტებთან ბრძოლას შეეწირა - რას წერს ვასილ კუხარსკის მეუღლე?

უკრაინელი მსახიობი ოკუპანტებთან ბრძოლას შეეწირა - რას წერს ვასილ კუხარსკის მეუღლე?

უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი, თეატრისა და სერიალების ცნობილი უკრაინელი მსახიობი ვასილი კუხარსკი 7 დეკემბერს კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია თეატრის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა, თუმცა მოგვიანებით მსახიობის მეუღლემ, ნატალია გორდეი-კუხარსკაიამ მისი გარდაცვალება დაადასტურა.

"ჩემი მშვენიერი ქმარი, ნამდვილი მეომარი, მამაცი კაზაკი, ნიჭიერი მსახიობი, ისეთი მამა, როგორზეც უბრალოდ შეიძლება იოცნებო, ვასილი კუხარსკი, სამოთხეში წავიდა," - წერს ქალი სოციალურ ქსელში.

მსახიობი უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებს რუსეთის ფედერაციის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღიდან შეუერთდა.

სექტემბერში კინორეჟისორმა ოლეს სანინმა განაცხადა, რომ კუხარსკი ფრონტზე მძიმედ დაიჭრა. მისი კომპლექსური მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის კოლეგები ფულსაც აგროვებდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 2 დეკემბერს ვასილს 42 წელი შეუსრულდა.