ავტორი:

დიქტატორის ცრემლები - ის, რასაც ხშირად ვერ ნახავთ: რატომ ატირდა კიმ ჩენ ინი საჯაროდ? (ვიდეო)

დიქტატორის ცრემლები - ის, რასაც ხშირად ვერ ნახავთ: რატომ ატირდა კიმ ჩენ ინი საჯაროდ? (ვიდეო)

ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავთ - ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა საჯაროდ გამოსვლის დროს იტირა.

გასულ კვირას, ჩრდილოეთ კორეაში ღონისძიება გაიმართა, სადაც კიმ ჩენ ინმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ ძალისხმევა გამოიჩინონ ქვეყანაში შობადობის შემცირებული მაჩვენებლის წინააღმდეგ ბრძოლაში.

სოციალურ ქსელში კი გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს ემოციურ მდგომარეობაში მყოფი დიქტატორი, რომელიც სთხოვს ქალებს რომ უფრო მეტი შვილი გააჩინონ.

კიმ ჩენ ინის თქმით, ქალების მოვალეობაა შეაჩერონ ქვეყანაში შობადობის ვარდნა და გააჩინონ ბევრი შვილი. მან ასევე მადლობა გადაუხადა დედებს სახელმწიფოს განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის.

"მე ყოველთვის ვფიქრობ დედებზე როცა პარტიასა და სახელმწიფო საქმეებში რთული პერიოდი მაქვს“, - აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/JmVnBNyhJu4?si=jiA2VJCowSO3GLiu" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>