ავტორი:

საუდის არაბეთის პრინცი ავიაკატასტროფაში დაიღუპა - ის დაზვერვის სამსახურში მსახურობდა

საუდის არაბეთის პრინცი ავიაკატასტროფაში დაიღუპა - ის დაზვერვის სამსახურში მსახურობდა

საუდის არაბეთის პრინცი, თალალ ბინ აბდულაზიზ ბინ ბანდარ ალ საუდი 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ცნობით, პრინცი ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

მათივე ინფორმაციით, 2023 წლის 7 დეკემბერს სასწავლო ფრენის დროს აღმოსავლეთ პროვინციაში ჩამოვარდა F-15 მოიერიშე თვითმფრინავი.რომლის ბორტზე პრინციც იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ პრინცი საუდის არაბეთის დაზვერვის სამსახურში მუშაობდა.

პრინცი ტალალ ბინ აბდულაზიზი იყო პრინც ბანდარის ვაჟი და საუდის არაბეთის პირველი მონარქის, მეფე აბდულაზიზის შვილიშვილი.