აფხაზეთში რუსების მიერ საახალწლო დაჯავშნების რაოდენობა, წინა წლეთან შედარებით, გაორმაგდა. ოკუპირებული რეგიონის სასტუმროებში საახალწლო ჯავშნების მაჩვენებელი 60%-ზე მეტი, ხოლო ზოგიერთ მათგანში გარკვეულ თარიღზე ადგილების მოძიება შეუძლებელიცაა. ამის შესახებ განცხადებას რუსეთის ტურინდუსტრიის კავშირის პრესსამსახური ავრცელებს.
კერძოდ, ბიჭვინთის სანატორიუმ „სამშიტოვაია როშჩაში,“ რომელიც ნებისმიერ სეზონის ტოპ ობიექტებში შედის, კომპანია „მულტიტურის“ 29, 30 და 31 დეკემბრის დაჯავშნები მთლიანად შევსებულია. ნომრები მხოლოდ 2-3 იანვარს არის ხელმისაწვდომი. სტანდარტული ნომრის ღირებულება კვირაში 90 ათასი რუბლიდან (970 დოლარიდან) იწყება.
მეორე რუსულმა კომპანია „ინტურისტმა“ საახალწლო პიკური დღეებისთვის ზოგიერთ სასტუმროში გარკვეული კატეგორიის ნომრების დაჯავშნები შეაჩერა, ხოლო კომპანია „ალეანაში“ აფხაზეთის ყველაზე პოპულარულ სასტუმროებს შორის Nart Park Spa Hotel-ს ასახელებენ, რომელსაც კომპანია ოთხვარსკვლავიან სასტმროდ აფასებს. „ალეანას“ კომერციული დირექტორი, ოქსანა ბულახი აცხადებს, რომ Nart Park Spa Hotel-ისა და ბიჭვინთის სანატორიუმის გარდა, რუს ტურისტებში Alex Resort Spa-ს, Grand Hotel Abkhazia-სა და „ინტერ-სოხუმის“ სასტუმროებზეც დიდი მოთხოვნაა. განაგრძეთ კითხვა